რა გვეხმარება მიზნის მიღწევაში?
აპრიორი გამბედაობა.
ასე ვთქვათ, ცხოვრება რისკია, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ რისკსაც და სპონტანურ ქმედებდბსაც აქვს საზღვარი, ისევე როგორც ყოველგვარ თავისუფლებას და ის, ვინც ფიქრობს, რომ თავისუფლების ცნება არსებობს იმთავითვე მოტყუებულია. ის ფუჭია, რადგან ნებისმიერ თავისუფალ ქმედებას საბოლოოდ კვლავ რაღაც სხვა, ეთიკის ნორმების ჩარჩომდე მიჰყავხარ. სადავო საკითხია... თუმცა მას შემდეგ, რაც თეჰიონმა მიზანდასახულობითა და გამბედაობით ჩაჰკიდა ვივიენს ხელი, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ნეტავ რამდენად ხანგრძლივად გასტანს ბედნიერება და ერთმანეთით ტკბობა? რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ხშირად ვეჩეხებით ხელის შემშლელ ფაქტორებს. ან თუნდაც, რაოდენ საინტერესოა ზღვარდაწესებული სიყვარული თუ არსებობს. დიდი მონოლოგი რომ აღარ გამომივიდეს მოკლედ დავასრულებ, მეგობრებო, სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ ამაზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი...***
-ნეფელე, ნახევარი საათია გელოდები, ფილმზე გვაგვიანდება.
-თეჰიონ, ორი წუთიც, გთხოვ!
-ულამაზესი ხარ...-შუბლზე კოცნის და გულში იკრავს ბიჭი გოგონას.
-თეჰიონ, მე სახელი მამაჩემმა დამარქვა და ჩემი მხრიდან არასწორი იქნება ასე უბრალოდ გადავირქვა. ეს არ შევცვალოთ, ძალიან გთხოვ. მე ვივიენი ვარ.
KAMU SEDANG MEMBACA
Apotheosis of love
Fiksi Penggemarდილის სუსხი, რომელსაც ახლად გამოცოცხლებული ბუნების სურნელი მოეტანა, ფრთხილად ესალბუნებოდა ბიჭის ნაზ კანს. ხარბად შესუნთქული სუფთა ჰაერი კი შედარებით უწყნარებდა შინაგან ფორიაქს. -გაზაფხულდა, ნეფელე! კვლავ გამოიდარა, და როგორც შეგპირდი, ჩვენ არასდროს...