გასული წლების მარადიული სიმსუბუქე. ყველას უნდა სიმშვიდე ჰპოვოს ცხოვრების დაკლაკნილ გზაზე, მაგრამ ვინ იცის, რამდენი ბრძოლაა ამისთვის საჭირო...
რამდენი უკანსვლა,
რამდენი ტკივილი
და რამდენი სევდა...
შეიძლება ერთმა მოვლენამაც კი ისე შეგაცვლევინოს აღებული გეზი, რომ გონს სიცოცხლის ბოლომდეც ვერ მოხვიდე.-გოგონას გაშორდი, თუ არ გინდა რომ მოკვდეს. ამით ვამთავრებ სიტყვას, თეჰიონ! არ მინდა ჩემი მომავალი ორი არასანდო, ჩემს მიმართ შურისძიებით აღვსილ ადამიანებს შეეწიროს.
ეს მუქარაა!- არ შორდება ბიჭისთვის ზიზღით აღსასვე ხმა მის გონებას.სანდომიან ღამეს, ფიქრების ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავს შავგვრემანი. სიგარეტის ღერს უკიდებს და გამჭოლი მზერით აკვირდება სავსე მთვარის მბჟუტავ ნათებას. თითქოს ბუნებაც თანაუგრძნობს სევდიან გულს.
-ვერ დავიცავი ჩვენი მომავალი. ჩვენი... - ღრმა ხვნეშით ამბობს და ვერც კი გრძნობს როგორ სწვავს აალებული ფერფლი მისგანვე ამოჭრილი შარვლის შიგნით კანს.
***
თეჰიონის ბნელ, მისტიურ სახლში სიყვარულის სუნია. ეს არომატი მაშინ გაჩნდა, როდესაც ვივიენმა შეაბიჯა იქ ფეხი და თავისი მრავალფეროვანი, კეთილი ბუნებით მეორედ დაატყვევა შავგვრემანი მხატვარი. ახლაც, ბედნიერი, ნდობით აღსავსე იხდის ყავისფერი შალის ხალათს და სიცივისგან ტაოდაყრილი ჯდება მუქ დივანზე. მისი თეთრი კანი და ავეჯის მუქი შტრიხები იმდენად ჰარმონიულია, რომ უმალვე სულს აუბორგებს წამით შემხედვარეს. სიხარულით მომღიმარ კულულას, სიამოვნების ტაო მეორედ აყრის ბიჭის მიერ მიზ კისერთან ნაზად ამბორის გამო.
YOU ARE READING
Apotheosis of love
Fanfictionდილის სუსხი, რომელსაც ახლად გამოცოცხლებული ბუნების სურნელი მოეტანა, ფრთხილად ესალბუნებოდა ბიჭის ნაზ კანს. ხარბად შესუნთქული სუფთა ჰაერი კი შედარებით უწყნარებდა შინაგან ფორიაქს. -გაზაფხულდა, ნეფელე! კვლავ გამოიდარა, და როგორც შეგპირდი, ჩვენ არასდროს...