-ჯიმინ, მოვედი, იონჯუ სად არის?-მხირულად შედის გოგონა ოფისში. მისი დღე კარგად დაიწყო. მამამ ცეკვა-ცეკვით გამოაცილა, სამსახურშიც არ დაუგვიანია, სეულში შედარებით დათბა. განა ეს მიზეზები საკმარისი არ არის?-გასულია, მალე დაბრუნდება.-პასუხობს ბიჭი და მის წინ ჯდება.
-იქნებ დღეს დავლიოთ?-სვამს კითხვას ვივიენი და ბოლომდე იკრიჭება, შემდეგ კი ერთ-ერთ ნასვამ მსახიობს აჯავრებს. გულიანად სიცილის შემდეგ ჯიმინიც თბილად პასუხობს:-დღეს პაემანი გვაქვს... ხომ ხვდები...
-ეს მარტოხელები... სულ უმცირესობაში უნდა ხვდებოდნენ-გაბუტულად ამბობს გოგონა და სკამს ატრიალებს.
-ხვალ, ზეგ... როცა გინდა გავიდეთ-ამატებს ბიჭი და გოგონას შემორიგებას ცდილობს.
-ჰო კარგი, კარგი. სასიამოვნო გართობას გისურვებთ.
***
აკადემიის დერეფანში კვლავ არაორდინალურად ჩაცმული გოგონა მოაბიჯებს. ამჯერად თეთრი ნაქსოვი ჯემპრი უმშვენებს მხრებს. მწვანე ბათინკებზე შეხამებული სალათისფერი ნაქსოვი ჩანთა მთლიანად ყვავილებით არის მოქარგული. სტაფილოსფერი მოკლე ქვედა ბოლო თვალნათლივ აჩენს ლამაზ მუხლებსა და გრძელ ფეხებს. ამჯერად თმა მაღლა აუზიდავს, თუმცა ეს უფრო გამოკვეთს მის სავსე ნაქვთებს და ხაზს უსვამს გოგონას სახის იდეალურ პროპორციებს.
-მოხვედი და გამოანათე.-ღიმილით დახვდა მეგობარი ვივიენს.
-ლოლა, ახლა დრო არ მაქვს, მის მოსვლამდე სასწრაფოდ უნდა შევაკეთო მოლბერტი და აქედან გავუჩინარდე.
-სულ გაგიჟდი-სიცილით პასუხობს ლოლა.
-ეს არის ჩემი ცხოვრება-ფაქტობრივად გადაადგილებაში პასუხობს კულულა და ოთახში შედის. გატეხილ მოლბერტს დაჰყურებს, რომელსაც ზედ თეჰიონის სახელის ინიციალი აქვს.
-შარში ხარ ვივიენ. არაფერი ეშველება.
-დახმარება ხომ არ გჭირდება?-ისმის უცნობი ხმა.
YOU ARE READING
Apotheosis of love
Fanfictionდილის სუსხი, რომელსაც ახლად გამოცოცხლებული ბუნების სურნელი მოეტანა, ფრთხილად ესალბუნებოდა ბიჭის ნაზ კანს. ხარბად შესუნთქული სუფთა ჰაერი კი შედარებით უწყნარებდა შინაგან ფორიაქს. -გაზაფხულდა, ნეფელე! კვლავ გამოიდარა, და როგორც შეგპირდი, ჩვენ არასდროს...