20.

20 6 2
                                    


-რა მოუვიდა?

-კი მაგრამ, ეს როგორ მოხდა?-ისმოდა გაკვირვებული მეზობლების ხმა. ახალ სევდას სრულებით დაემძიმებინა შფოთშეყრილი გარემო.

-მთელი ღამე ქუჩის კუთხეში უტირია, შემდეგ ჩასძინებია და გაყინულაო, საწყალი...

-მამამისიც ცოცხალ-მკვდარია. კაცმა რამდენი გამოიარა.- საუბრობდა ბრბო.

                                      ***

  დროის მანქანა ყველასთვის პიროვნული კუთხით ბრუნავს. იცვლება გარემოება. იცვლება ხალხი, თუმცა ყველა მათგანს ხომ რაღაც ფუნქცია აქვს ჩვენს ცხოვრებაში.

-მოგესალმებით, დღეს ახალ ამბებს
ლოლიტა ჯუნგი  გაგაცნობთ. კორეაში ძლიერი ყინვის გამო, მიუნგდონგის ჩიხის ბოლო სახლთან 26 წლის გოგონა გაიყინა. ექიმების ინფორმაციით მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გთხოვთ, დარჩეთ სახლებში ან მაქსიმალურად დაიზღვიოთ თავი მოსალოდნელი საფრთხისგან. - სწრაფად აყრის სიტყვებს პიჯაკში გამოწყობილი ქერა გოგონა და სხეულის კანკალით იწმენდს თვალიდან გადმოვარდნილ მწველ ცრემლს.

                                        ***

-დაკრძალვა როდის არის?-კითხულობენ ვივიენის ახლობლები.

-ტირიფების ქუჩასთან...

-როგორ უნდა მიხვიდე ამ ზომამდე...

-საცოდავი.

დაკრძალვა სასაფლაოზე გაიმართა. პროცედურის შემდეგ კი მალევე დაიშალა ბრბო. განადგურებული მოხუცი მამა, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა გოგონას, ჯოხითა და მსუბუქი ჩანჩალით გაუყვა მოკლე ბილიკს. მისი თვალებიდან ჩამოყრილი მარილიანი სითხე ღრმად იკვალავდა ნაოჭებში გზას. მოტყდა მამა....
ცხოვრების მდორე სასოწარკვეთა-ანგარებიანი ხალხი, ოღონდაც ამ ყინვაში მალე მოშორებოდნენ იმ უკაცრიელ ადგილს. არავის მოხუცის დარდი არ ჰქონდა, არავის, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც შორიდან უმზერდა და თავჩახრილი მიჰყვებოდა, მოხუც მამას უკან. ეს იყო ბიჭი, შავი, გრძელი პალტოთი და შავი სათვალით, რომლის ქვეშაც უსათუოდ ტკივილნარევ ცრემლებს მალავდა. ბოლო წვეთად შერჩენილ გამძლეობას უხმობდა და სულისშემძვრელ სევდას ასამარებდა დაფლეთილ გულში.

ყოველი წლის ამ დღეს ჭაღარანარევი შავგვრემანი კულულასთან ატარებდა. ათი წლის შემდეგაც კი არ ავიწყდება, რომ ორქიდეები ვივიენის საყვარელი ყვავილებია. ცალ მუხლზე შემდგარი თაიგულს ქვიშააყრილ ხრეშზე დებს და მთელი წლის ნაგროვებ სევდას უზიარებს თანამეცხედრეს.

-გაზაფხულდა, ნეფელე. კვლავ გამოიდარა, და როგორც შეგპირდი, ჩვენ არასდროს დავიკარგებით. მალე შევხვდებით, ჩემო ქალბატონო. მე კი ამ დღეს, მთელი ჩემი ენთუზიაზმით დაველოდები.

   ცხოვრების კანონი-ყველაზე ძლიერ ადამიანსაც კი სჭირდება ვიღაც,ვინმე ისეთი, ვის ძალასაც იგრძნობს ,ვინმე ისეთი, ვის გვერდითაც შეეძლება იყოს სუსტი. თეჰიონმა ასეთი ადამიანი ვერ იპოვნა. რომ ჰყოლოდა ვინმე, ვისაც სასოწარკვეთის დროს დაეყრდნობოდა, შეიძლებოდა ამ დღეს სხვანაირად ყოფილიყო არსებული. სწორედ ამის გამო ეულად, თუმცა გონებით სანატრელთან გაატარა მთელი ცხოვრება.

                                         ***
მხოლოდ თეჰიონის ფეხის ნაკვალევი ამტვერებდა ქვიშას ეულად მდგარი ბუმბერაზი  ტირიფის გვერდით ყოველ წელს.

"ახლა სულ სხვა ხეებია ბაღში,
ნაცნობ სკამზეც სულ სხვა წყვილი მხვდება.
დრო, ძვირფასო,
გადის...
გადის...
გადის...
დრო გადის
და
ტკივილები რჩება."

____________________________________
                    ლექსი ირაკლი ჭიკაიძისაა.

Apotheosis of love Where stories live. Discover now