6.

19 6 0
                                    


სევდანარევი ზამთრის სუსხი სულ მთლად მოსდებოდა სეულს. პირი არ უჩანდა გამყინვარების დასასრულს. დღეები გადიოდა... ვივიენი ჩვეული რიტმით აგრძელებდა ცხოვრებას. ამჯერად ცდილობდა ზემდგომებს თვალში არ მოხვედროდა და მეტად ფრთხილობდა გადაადგილებას. მიუხედავად ყველაფრისა გოგონა ოპტიმიზმით იყო სავსე. მას სჯეროდა, რომ ცხოვრება მხოლოდ პესიმისტი ადამიანებისთვის იყო მოსაწყენი. ასაკით არც ისე დიდი იყო, თუმცა გააზრებული ჰქონდა თავისი მდგომარეობა და პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ისე არაბიოლოგიური მამის წინაშე.

მის წარსულს მეტად ტრაკიგული ბედი ხვდა წილად. იანდონის სოფელი მშვიდი დასახლება იყო. ჟრიამული, სითბო და სიყვარული არ აკლდა იქაურობას მანამ, სანამ ყაჩაღები ძარცვის მიზნით თავს არ დაესხნენ და არ ააწიოკეს მოსახლეობა. დიდი წინააღმდეგობის გამო ვივიენის ოჯახი ამოხოცეს, გოგონა კი მოიტაცეს და სეულში გააშვილეს დიდძალი საფასურის სანაცვლოდ. მისი ნამდვილი სახელი დღემდე უცნობია გოგონასთვის, თუმცა მადლიერია გამზრდელი მამის, მან ხომ ყველაფერი მისცა კულულას, ახალი, ბედნიერი ცხოვრების დასაწყებად.
რაც შეეხება კიმ თეჰიონს და მის გატეხილ სახელს კრიმინალურს სამყაროსთან მიმართებაში, ტყუილია. შავგვრემანი, იმავე სოფლის მაცხოვრებელი ბიჭი იყო,  რომელსაც მშობლები დაუხოცეს ეს დანაშაული კი პატარა ბავშვს მიაწერეს საქმიდან სუფთად გამოსვლის მიზნით. ამ ამბის გამო დასტრესილი და ჩაკეტილი გაიზარდა, სრულიად მარტო შეიქმნა კარიერა და მარტო ებრძვის ძველ საქმეში მონაწილე დამნაშავეებს. ამ ერთი შეხედვით ცივი და იდუმალი ადამიანის მიღმა ღრმა წარსული იმალება.
ამჟამინდელ მდგომარეობას რომ დავუბრუნდეთ, ბიჭი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, არ სურს გოგონას ნახვა და მასთან გამოლაპარაკება. ის ვივიენში რაღაც განსხვავებულს ამჩნევს, ამას კი არსებულ დისტანციასთან ერთად ჭკუიდან გადაყავს შავგვრემანი.

Apotheosis of love Where stories live. Discover now