მზიანი სხივებით გათენებული დილა და ქუჩაში შედარებით შემდნარი თოვლი დადებით განწყობას ქმნის სიცივეს მობეზრებულ ხალხში. ვივიენის ტელეფონი უმალვე იწყებს რეკვას. გოგონაც თვალმოხუჭული აფათურებს ხელს გვერდით მდგარ კომოდზე, ტელეფონის მოსაძებნად.-ლოლა, საათი არ გაქვს სახლში? რატომ მაღვიძებ?- ტუჩებგამობუშტული იწყებს წუწუნს.
-ადექი, სამი დღე გვაქვს პროექტისთვის, დაგავიწყდა?!
-მმმ-ფშვინავს და ძილის შებრუნებას სცდილობს კულულა, თუმცა მეგობრის ყვირილი გაბრაზებასა და წამოდგომას ერთდროულდ აიძულებს.
-ქერა არსებავ, გირჩევნია დღეს თვალით არ დამენახო.-ნახევარ საათში შენთან ვიქნები, აკადემიიდან საჭირო ნივთებს წამოვიღებთ და მუშაობს დავიწყებთ.-სწრაფად აყრის სიტყვებს ლოლა, ზურგჩანთას იკიდებს და სახლიდან გადის.
-ჯანდაბა, მოვკლავ.-ისედაც აჩეჩილ თმას ხელმეორედ იჩეჩავს ვივიენი და ტელეფონს საწოლზე აგდებს. სწრაფად წესრიგდება და ყავისთვის დადგმული ჩაიდანის ადუღებას ელოდება სამზარეულოში.
-მოვედი. როგორ ხართ ბატონო პაკ?-ღიმილით ეხუტება ლოლა ვივიენის მამას, შემდეგ კი სამზარეულოში უკვე გამზადებულ ყავას, სიცივიდან შემოსული, დიდი სიხარულით ყლუპავს.
-აბა, იდეა გაქვს? რაარის ჩვენი თემატიკა.-მაგიდაზე თითებს მიყოლებით არტყამს ვივიენი.
-კი, აკრძალული სიყვარული.-კრეჭვით პასუხობს ქერა.
-როგორ ახერხებ ხოლმე, რომ ასეთი ბანალური რაღაცები მოგაფიქრდეს...-სახეს მანჭავა ვივიენი, შემდეგ კი უკმაყოდილოდ ამატებს:
-მე უკეთესი ვარიანტი მაქვს.-გისმენ
-"ხმაურიანი დუმილის ტრაგედია"
-ვივიენ, ხომ არ გავიწყდება, რომ მხოლოდ ნახატს არ ვხატავთ. სახელი კარგია, მაგრამ რაზე ვისაუბრებთ?
YOU ARE READING
Apotheosis of love
Fanfictionდილის სუსხი, რომელსაც ახლად გამოცოცხლებული ბუნების სურნელი მოეტანა, ფრთხილად ესალბუნებოდა ბიჭის ნაზ კანს. ხარბად შესუნთქული სუფთა ჰაერი კი შედარებით უწყნარებდა შინაგან ფორიაქს. -გაზაფხულდა, ნეფელე! კვლავ გამოიდარა, და როგორც შეგპირდი, ჩვენ არასდროს...