21. დასასრული.

41 7 11
                                    



დიდი დრო გავიდა. შავგვრემანი მამაკაცის თმას ჭაღარ მოედო. ახლა ის მოხეტიალე პიანისტის სახელითაა ცნობილი. დღესაც კი ტელევიზიის წინაშე ყვითელმოდებული თეთრი საროჩკით, კრემისფერი გახუნებული შარვლითა და ნახევრად დაფლეთილი ჭრელი ნაქსოვი წინდებით ზის. ღარიბ პიანისტს არაფერი სჭირდება ფუნჯისა და როიალის გარდა, ის ხომ სწორედ მასში ჰპოვებს ამ საზარელი ცხოვრების გამო ჰარმონიასა და სიმშვიდეს.

-ბატონო თეჰიონ, მზად ხართ ინტერვიუსთვის?-ღიმილით ეკითხება ახალგაზრდა გოგონა დაღვრემილ მამაკაცს და წინ უჯდება. ხანშიშესული კი თავის დაკვრით ანიშნებს მზადყოფნას და ფეხს ფეხზე იდებს.

-ცნობილია, რომ მხატვარი იყავით, თუმცა ახლა "მოხეტიალე პიანიტის"სახელით ხართ ცნობილი. რატომ პიანისტობა?

-დიდ მხატვრობას მას შემდეგ შევეშვი, რაც საყვარელი ქალის ნატურა დავხატე. ამის შემდეგ მხოლოდ ნაგლეჯებზე გადამაქვს სულიერი ტკივილი. პიანისტობა იმიტომ ავირჩიე, რომ მუსიკის ჰანგები ფრიად მაშორებს დასავიწყებელ რეალობას და მიხსნის მელანქოლიის გრძნობას.

-რადგან საყვარელი ქალი ახსენეთ, თავს უფლებას მივცემ, თქვენგან ორიოდე სიტყვა სიყვარულზეც მოვისმინო...

-სიყვარული... ოოო...ჩემო კარგო, სიყვარულის არსს ის ვერ გაიგებს ვისაც არ ჰყვარებია და არ დაუკარგავს. მე მთელი ცხოვრება სიყვარულის მონატრებაში გავლიე და თამამად შემიძლია გავცე რჩევა, რომ სჯობს იცხოვრო ხანმოკლედ და ორმხრივ ემოციებში, ვიდრე გქონდეს შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვისა და სამარადჟამოდ იტანჯებოდე. უთქვამთ, "ვიღაცას ერთი ქალი არ ჰყოფნის და მეხუთეზე, მეათეზე გადაერთვება. სხვას კი ცხოვრებაც არ ჰყოფნის, რომ ის ერთადერთი უყვარდესო". სიყვარული არც ისეთი მარტივია, თუ ის ნამდვილია, ერთ, ორ, ან თუნდაც ათ წელში გადაიყვარო ადამიანი. ახალ თაობას მივმართავ, რომ, გთხოვთ, სიფრთხილით მიუდექით და ნუ გააუფასურებთ ამ ნატიფ გრძნობას.

-დიდი ენთუზიაზმით საუბრობთ მონატრებაზე. რა გრძნობაა ეს თქვენთვის?

-მთელი ჩემი მომავალი მონატრებაზე ავაგე და კი ხედავთ, გახუნებული შარვლით ვზივარ კამერის წინ, თუმცა განა ამას მნიშვნელობა აქვს? მატერიალურ სამყაროს როცა მოვშორდი, მაშინ გავხდი რეალური მე, გავაშიშვლე ემოციები და საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ მონატრების გრძნობით ვიწვოდი. პირველ რიგში, გამოხატეთ მკითხველნო, გამოხატეთ და ისაუბრეთ რა გაქვთ შიგნით. ხალხს ამის ეშინია და ეს არასწორია. ნამდვილი გრძნობები გადმოეცით. ჭეშმარიტება როდი წყვეტს არსებობას თუ ის არ არის აღიარებული მრავალთაგან?!

-რამეს ხომ არ ნანობთ?

-ვნანობ რომ ვერ გავუფრთხილდი. გარდაცვალებამდე პირადად ვერ ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. თუმცა ვიცი, რომ აუცილებლად მაპატიებს, რადგან ცხოვრების უდიდესი ტრაგედია არა ადამიანის გარდაცვალება, არამედ ისაა, რომ მათ აღარ უყვართ. მე კი დღესაც, თვალდახუჭული, შორიდან ვეტრფი მას.

-და ბოლოს, თავისუფალი სურვილი, რაც გინდათ თქვით კამერის წინ.

-მე ფრიად დავუძლურდი, მარტოობამ და სიღარიბემ მეტად მომტეხა. ვგრძნობ, ჩემი დროც მალე მოვა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, ჩემო ნეფელე.
შენი მხდალი, მოხეტიალე თეჰიონი!

22.07.2067.

Apotheosis of love Onde histórias criam vida. Descubra agora