8.

29 6 0
                                    



ბნელი ღამე იყო. მთვარის შუქი და ირგვლივ არსებული ქათქათა თოვლი ანათებდა ნაცრისფერ შენობას და მშვიდ ატმოსფეროს ქმნიდა. ვივიენი სადაცაა მორჩებოდა დალაგებას, როდესაც დერეფნის ბოლოდან კლავიშების სასიამოვნო ჟღერადობამ გაარღვია არსებული სიჩუმე.

ვივიენი ოდნავ შეღებულ კარს მიუახლოვდა. დაინტერესებული მზერით ადევნებდა თვალს ამ სანახაობას. ბიჭის გრძელი, ლამაზი მოყვანილობის თითები, რომლებიც თითქოს მოქანდაკემ სულ ახლახანს, ქორფად, გამოთალა ნელი სიჩქარით ენაცვლებოდა ერთმანეთს თეთრ კლავიშებზე. ჭორფლიანს ხომ ასე ძალიან იტაცებს ფორტეპიანოს ჟღერადობა და კლავიშების სინაზე. ვივიენს გული აუჩქარდა. ცოტა ხნის წინ დანახულთან შედარებით სრულიად სხვა პიროვნება იჯდა მის წინ. კულულა ოთახში ფეხაკრეფით შევიდა და პიანინოს გვერდით ჩამოდგა. ბიჭმა კი სრულიად არსაიდან, ისე, რომ დაკვრა არ შეუწყვიტავს, მშვიდი ბარიტონით დასვა კითხვა:

-ვინ ხარ?

გოგონა დაიბნა, როგორ თუ ვინ ვარო, ისიც გაიფიქრა, თუმცა ამჯერად მელოდიამ ისე გაიტაცა უპასუხოდ დატოვა ეს კითხვა. შავგვრემანმა დაკვა შეწყვიტა, ერთი წერტილი იპოვა კლავიშზე, რომელსაც თვალს არ აცილებდა.

-შენზე მომიყევი.

-მე...არვიცი, რა გაინტერესებთ?

-ყველაფერი.-მოკლედ უპასუხა ბიჭმა და მზერა ვივიენისკენ გადაიტანა, ნელ-ნელა კი მასთან მიახლოება დაიწყო.

-ყოველთვის, როცა გხედავ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქამდეც გიცნობდი. თითქოს სულიერად ჩემთვის ახლო ადამიანი ხარ. მგონია წინა ცხოვრებაშიც გიცნობდი და ახლაც ასეა და ეს კულულები, ისე ღრმად არის ჩემს გონებაში ჩაბეჭდილი...აჰჰ- სუნთქვა დაუმძიმდა შავგვრემანს. თავი ღრმად ჩაყო გოგონას თმაში და უთხრა:

-მომიყევი შენზე.

-ჩემს წარსულზე რა უნდა მოგიყვეთ, როცა მეც კი არ ვიცი ვინ ვარ...-ნაღვლიანად მიუგო გოგონამ.

Apotheosis of love Where stories live. Discover now