9.

24 6 0
                                    

  გვიანი დილა იდგა სუსხიან სეულში. ლოლას ტელეფონზე ზარის ხმა არ წყდებოდა ბოლოს გაღიზიზანებულმა აიღო ყურმილი და ნამძინარევი ხმით ჰკითხა ვინაობა ზარის ადრესანტს.

-ვერ მიცანი პატარა გოგოვ?

-ჩონგუკ?-თვალებს ჭყეტს და საბანს ნერვიულად იხდის.

-სწორია. ვალს როდის გადამიხდი?-ეშმაკურად ეკითხება გოგონას ბიჭი.
ლოლას კი ბუნდოვნად ახსენდება თავის სიმთვრალე და მეორე დღის  ჭირვეულობა. ახსენდება თუ როგორ აღებინა ჩონგუკის საწოლში და ბოლოს როგორ გამოიქცა დარცხვენილი უცხო ადგილიდან.
ბიჭი კი ცდილობს ამ ფაქტით ისარგებლოს და იმანიპულიროს ინტერესის ობიექტზე. ის თეჰიონისგან განსხვავებით მეტად თავნება და ურჩია, ფიქრამდე მოქმედებს, შედეგების წინასწარ გათვლა და მასზე ნერვიულობა არ სჩვევია. უნდა ლოლა ახლოს გაიცნოს, ამისთვის კი სწორ გზებს ეძებს.

-რა გინდა ჩემგან?-მობეზრებით ამბობს გოგონა, რადგან ასე თუ ისე მიხვდა როგორია ჩონგუკი, რომ ასე მარტივად ვერ მოიშორებს.

-მინდა პაემანზე გამომყვე-პირდაპირ ახლის ბიჭი, რაზეც გოგონას სიცილი ესმის.

-იუმორში ივარჯიშე და შემდეგ დარეკვაზე ხუმრობები დახვეწე.-სერიოზული ტონით ამთავრებს გოგონა და ყურმილს თიშავს.

-გამითიშა უტაქტომ-გაღიზიანდა ჩონგუკი.

კვლავ ზარის ხმა...
-ჯანდაბა!- მობეზრებით იღებს კვლავ ყურმილს ლოლა და უინტერესოდ ემზადება ბიჭის მოსასმენად.

-ამის გამო დაისჯები ქერავ. ხომ არ დაგავიწყდა, შენი სიმთვრალეში დაკარგული საფულე ჯერ კიდევ ჩემთანაა.-ქვედა ტუჩზე იკბინა ლოლამ. "იდიოტი" გაიფიქრა და ენა მოილბო.

-მანდ აკადემიის ბარათი მიდევს, დღეს კი ორი ლექცია მაქვს და ხომ იცი, სტუდენტური ბარათის დაფიქსირების გარეშე ვერ შევალ სამხატვროში...

-რა სამწუხაროა...მე ოთხზე ვიწყებ, შეგიძლია შესასვლელთან იცადო. კაშნიც მოიხურე ძალიან რომ არ გაიყინო.შეხვედრამდე!-ირონიულად ეცინება ბიჭს და ტელეფონს თიშავს.
"ჯანდაბაააა" ბალიშს თავს ურტყამა გოგონა.
ორ წუთში კვლავ რეკავს ლოლას ტელეფონი.

Apotheosis of love Where stories live. Discover now