ბედისწერის გჯერათ? ბევრი მოსაზრება არსებობს ბედზე, იღბალზე... ზოგიერთი სწორედ თავიანთ შეცდომებს მიაწერს ბედს და თავის თავში ეჭვშეუტანლად ამბობს: "ბედი იყო, ალბათ ასეც უნდა მომხდარიყოო". ეს თეორიები ან თუნდაც სრულიად შემთხვევითი, მაგრამ საგრძნობლად დიდი ცვლილება გვაძლევს საბაბს გვჯეროდეს , რომ ეს ჩვენი ბედისწერაა. რა იყო თეჰიონის და ვივიენის უეცარი, სრულიად დაუგეგმავი შეხვედრა? იქნებ რაღაც დაიწყო? რაღაც ძალიან დიდი...მართლაც,
"ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ."
ახლა კი მეც თქვენთან ერთად ველი როდის დაამტკიცებს თეჰიონი და ვივიენი თავიანთი მომავლის მარადიულობას.***
დილა ვივიენმა ჩვეული რუტინით დაიწყო. სახლიდან გასვლის წინ მამას მაგრად აკოცა, გამოემშვიდობა და სამსახურისკენ გაუდგა გზას.
გოგონას ენერგეტიკას ეტყობა მისი სულიერი სიღრმე. ვივიენის წარსული მეტად ღრმა და სევდიანია. ექვსი წლის ასაკიდან არაბიოლოგიური მშობლები ზრდიდნენ. ბევრის გადატანა მარტოს მოუხდა... ხშირა ჰქონდა როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სტრესი.
რაღათქმაუნდა, იმ დღესაც, ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე სირბილი მოუწია.
ამინდი არ იცვლებოდა...
სეულში კვლავ მინუსები იყო...
მუშაობის დასრულებისთანავე სამხატვროს გზას გაუყვა ჭორფლიანი. ყვითელი ველვეტის შარვალი ეცვა, მწვანე ჯემპრზე კი წითელი პალტო ჰქონდა მოგდებული, წითელი ნაქსოვი ბერეტი, რომელსაც ასევე ნაქსოვი ყვავილი ჰქონდა დამაგრებული, უფრო ნათელსა და მხიარულს ხდიდა მას. მთელს ქალაქში ალბათ მხოლოდ მას ეცვა ასე ფერადად ამ სიცივეში. არაორდინალურობა მისი დამახასიათებელი სიტყვა იყო.
YOU ARE READING
Apotheosis of love
Fanfictionდილის სუსხი, რომელსაც ახლად გამოცოცხლებული ბუნების სურნელი მოეტანა, ფრთხილად ესალბუნებოდა ბიჭის ნაზ კანს. ხარბად შესუნთქული სუფთა ჰაერი კი შედარებით უწყნარებდა შინაგან ფორიაქს. -გაზაფხულდა, ნეფელე! კვლავ გამოიდარა, და როგორც შეგპირდი, ჩვენ არასდროს...