17.

25 6 0
                                    



"მე ვერ ვიპოვე სიყვარულის ობიექტი და სწორედ ამიტომ თავი ისე მეჭირა, თითქოს ამ სამყაროში არაფერი იმსახურებდა სიყვარულს"-ხმამაღლა გააჟღერა ბიჭმა წიგნიდან ამოკითხული ფრაზა, შემდეგ სათვალე ზანტად შეისწორა და სტუდენტების ყურადღება ორმაგად მიიპყრო.

-მეგობრებო, ჯონ ფაულზი მარტოსული ადამიანი იყო. მისი შემოქმედება "გრძნეული", სწორად ასახავს ავტორის ღრმა ემოციურ სულისკვეთებას. საინტერესო ფრაზები ისწავლეთ, შემდეგ ლექციაზე ბატონ ლისთან ერთად ფართოდ გაშლით თემას. კითხვები არის?

-უკაცრავად, ბატონო კიმ, მე მაქვს კითხვა.-მკაფიოდ გაისმა გოგონას ხმა უკანა რიგებიდან.

-ბრძანეთ, ვონჰე.

-მართალია რომ სიყვარულის ობიექტი უარყოფით თვისებებს კარგისკენ ცვლის ადამიანში? - შავგვრემანს მორიდებით ჩაეღიმა ამ კითხვაზე.

-დიახ, სრული ჭეშმარიტებაა. შეყვარებული ადამიანი... ის იცვლება, რბილდება და საკუთარი თავის კარგისკენ მაქსიმალიზაციას იწყებს. ახშობს სიხისტეს და ყველაფერი სამყაროში იმაზე ორჯერ უკეთესი ეჩვენება, ვიდრე რეალურად არის! მით უმეტეს, თუ გრძნობა ორმხრივია, შექსპირული ტრაგიზმით ისტორიის დასრულება იშვიათ რომანთა შორის ერთ-ერთია. განსაკუთრებული შემთხვევა.-მძიმე ხვნეშით ამთავრებს ღიმილით დაწყებულ წინადადებას ბიჭი და თვალებგაბრწყინებული შესცქერის კარებში ჩამდგარ ვივიენს, რომელიც ჩუმად ანიშნებს ლექციის დასრულებას.

                                         ***
-მომენატრე...-გულში ღრმად იკრავს პატარა არსებას შავგვრემანი და მისი თმის სურნელს ხარბად შეისუნთქავს.

-მეც.

-მაჯაზე რა გჭირს?

-არაფერი-შეშინებული მალავს გოგონა ჩალურჯებულ მაჯას.

-რა გჭირს მეთი!-კოპებს კრავს თეჰიონი.

-ისევ უკან გამოგყვნენ?

Apotheosis of love Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin