"რა დიდებულია ადამიანი, თუკი ის ნამდვილია" კითხვას ამთავრებს თეჰიონი და წიგნს ცხოვრებაზე ჩაფიქრებული, ზანტად ხურავს. წინა დღის სიმთვრალის გამო თავს არც ისე კარგად გრნობს. იქვე, მთვლემარე ძაღლს უყურებს, რომელსაც მოწყენილი გამომეტყველებით დაუდია თათებზე თავი.-სებასტიან, მოდი აქ.-მშვიდად ეძახის შავგვრემანი მეგობარს და თავის გვერდით დივანზე მიუთითებს. ძაღლიც, უკვე გაბედნიერებული პატრონის ყურადღებისგან მალევე მასთან ჩნდება და თავს კალთაში უდებს.
-აბა, რას მეტყვი, მეგობარო? დღეს არ მომწონხარ, გინდა თან გამომყვე?-წარბის აწევით ეკითხება ძაღლს, ისიც კუდის დაუოკებელი მოძრაობით ახვედრებს პასუხს პატრონს.
-ეს წვერებიც მოვიშოროთ და გავსუფთავდეთ, არა?-თავზე ხელს უსვამს და მომზადების შემდეგ სებასტიანთან ერთად ტოვებს სახლს.
***
-თქვენო აღმატებულებავ, წავედი.-ღიმილით უკრავს თავს გოგონა მამას და ლოყაზე მაგრად კოცნის.
-ვივი, ტოფუს იყიდი არა?-ეკითხება მამაკაცი.
-დიახ, შეფ!-ოთხ თითს საფეთქელთან იდებს და სახლს ბედნიერი ტოვებს.
ვივიენი დღეს თითქმის მთლიანად ყვითლებშია გადაწყვეტილი. მუქ, კულულა თმაზე ყვითელი ბერეტი დაუხურავს, რომელიც ნათლად ეხამება მოკლე ყვითელ სვიტერს. ველვეტის ყავისფერი, ძირებში გაფართოვებული შარვალი და ასევე ყავისფერი კაზაჩოკები უმშვენებს სხეულს.
-ტემპერატურამ მოიმატა?-ხვნეშით ამბობს და ნაქსოვ კაშნს ყელიდან იხსნის. ჩაფიქრებული და ცოტა დაბნეული მიუყვება სამხატვროს ქუჩას. ლოგიკურია, ათასი კითხვა უჩნდება თავში.
"რამე უნდა ვუთხრა?"
"როგორ მივესალმო?"
"იმედია დღეს არ შემხვდება"
-აიიიშ!-ხმამაღლა ამბობს და თავზე ხელებს იდებს, რითიც სტუდენტთა ნაწილის ყურადღებას იქცევს, თუმცა მალევე უხერხულად იღიმის და ტერიტორიას შორდება.
YOU ARE READING
Apotheosis of love
Fanfictionდილის სუსხი, რომელსაც ახლად გამოცოცხლებული ბუნების სურნელი მოეტანა, ფრთხილად ესალბუნებოდა ბიჭის ნაზ კანს. ხარბად შესუნთქული სუფთა ჰაერი კი შედარებით უწყნარებდა შინაგან ფორიაქს. -გაზაფხულდა, ნეფელე! კვლავ გამოიდარა, და როგორც შეგპირდი, ჩვენ არასდროს...