3

487 36 0
                                    

დღეს პარასკევია რაც იმას ნიშნავს რომ დღეს ადრე უნდა წავიდე სახლში, ყოველ პარასკევს სკოლა ორის ნახევარზე ვტოვებ

ახლა მეცნიერების გაკვეთილზე ვარ 12:20 საათია, ლანჩამდე 10 წუთი რჩება

მკლავზე დარტყმა ვიგრძენი, ვინ იქნებოდა ის თუ არა თეჰიონი

ნიკოლი: რა გინდა?
თეჰიონი: დღეს ვაპირებ სამაგიერო გადაგიხადო
ნიკოლი: სამაგიერო რისთვის?
თეჰიონი: გუშინ მამაშენის წინაშე შემარცხვინე

დრო მალე გავიდა და ზარიც დაირეკა

ჩანთას ვიღებ და გიგოებთან ერთად სასადილოდ მივდივარ

10 წუთის შემდეგ

ჭამა დავამთავრე და ახლა გოგოებს ველოდები როდის დაამთავრებენ

შემდეგ კი თეჰიონს ვხედავ რომელიც მეგობრებთან ერთად სასადილო დარბაზში შემოდის

თეჰიონი სანამ რამეს მოიმოქმედებს აქედან უნდა წავიდე

ნიკოლი: გოგოებო საპირფარეშოში გავალ და დავბრუნდები
-კარგი ოღონდ მალე მოდი

ადგილიდან ავდექი და დარბაზიდან გავედი

საპირფარეშოში შესვალს ვაპირებდი მაგრამ ვიღაცამ ხელი დამიჭირა, მისკენ მივბრუნდი და ვხედავ თეჰიონს, ჩვეული ღიმილით მიყურებს

საპირფარეშოს კარს ამაკრა, ჩვენი ტუჩები ერთმანეთს რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული

თეჰიონი ინტენსიურად მიყურებს თვალებში

ნიკოლი:თეჰიონ მე მეგონა რომ შენ... იყავი...
თეჰიონი: სასადილო დარბაზში? კი ვიყავი მაგრამ დაგინახე როგორ გამოდიოდი იქიდან, მერე გამახსენდა რომ სამაგიერო უნდა გადაგიხადო იმისთვის რაც გუშინ გააკეთე, ამიტომ აქ ვარ... ბოდიში პატარავ მაგრამ ეს უნდა გავაკეთო

ხელები თავს ზემოთ დამიჭირა, ერთი ხელით ხელებს მიჭერს მეორე ხელს კი მუცელში ძლიერად მირტყამს

მშორდება და გაბტაზებული მიყურებს

თეჰიონი: შემდეგ ჯერზე იგივე შეცდომა აღარ გაიმეორო

უკანმოუხედავად მიდის

გოგოების ტუალეტში შევდივარ, ვხედავ ბომს მის ორ მეგობართან ერთად

ბომი: გუშინდელი გაკვეთილი ვერ ისწავლე?

ბომის ორი მეგობარი მიბიძგებს და იატაკზე ვეცემი, თავი იატაკზე ძლიერად დავარტყი

ბომი: თუ ისევ გნახავ თეჰიონთან ახლოს ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ

ბომი და მისი მეგობრები ტუალეტიდან გადიან

ტკივილი ძლიერდება

14:30

ზარი დაირეკა

ჩემი ტელეფონი ვიბრირებს, ტელეფონს ვიღებ და ვხედავ დედასგან შეტყობინებას

დედა
სკოლის ჭიშკართან გელოდები

ის არასოდეს მოდის სკოლაში თუ გადაუდებელი შემთხვევა არ არის

რეივი: ნიკოლ მოდიხარ

მეკითხება რეივი

ნიკოლი: დედაჩემმა მომწერა რომ გარეთ მელოდება
რეივი: კარგი მაშინ ჭიშკრამდე გაგაცელთ

ნივთებ ვაგროვებ და ჩანთაში ვალაგებ, მათთან ერთად სკოლიდან გავდივარ

სახლში მივედი

ნიკოლი: როგორც იქნა!!!

დედაჩემი სამზარეულოში გადის უსიტყვოდ, სახლში რომ ვყვირი ხოლმე მსაყვედურობს ამჯერად კი არაფერი უთქვამს, ეს უცნაურია... ძალიან უცნაური

სამზარეულოში გავდივარ და ცრემლიან დედას ვხედავ

ნიკოლი: რა გჭირს დედა?

ცრემლებს სწრაფად იწმენდს და ღიმილით მიყურებს

დედა: არაფერია საყვარელო
ნიკოლი: დარწმუნებული ხარ?
დედა: დიახ საყვარელო

მაგრად ვეხუტები

ნიკოლი: დედა იცი რომ მიყვარხარ
დედა: ვიცი და მეც ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ჩემო პრინცესა

ლოყაზე ვაკოცე და ტელევიზორის საყურებლად გავედი

დივანზე ფრთხილად ვჯდები რადგან მუცელი ისევ მტკივა, ისევ დედას შევხედე ჩუმად ტირის

რაღაც ხდება, რატომ ტირის?

MY PERVERTED HUSBAND Where stories live. Discover now