27

342 32 0
                                    

თეჰიონის POV:

შაბათ-კვირას ბომის სახლში დავრჩი ისე რომ ნიკოლმა არ იცოდა

გამოცდის შემდეგ სახლში ვბრუნდები კარებს ვაღებ და შიგნით შევდივარ ირგვლივ ვიხედები და ვხედავ რომ ნიკოლი მისაღებში არ არის

თეჰიონი: ნიკოლ!!!

კიბეებზე ფეხის ხმა მესმის, ნიკოლი მიყურებს და შემდეგ სამზარეულოში გადის

თვალებს ვატრიალებ და მეც სამზარეულოში გავდივარ

თეჰიონი: ნიკოლ

მშვიდად ვეძახი, ნიკოლი კი ყურადღებად არ მაქცევს და სამზარეულოს დალაგებას აგრძელებს

თეჰიონი: რატომ მაიგნორებ?
ნიკოლი: ოჰ... რაში გაინტერესებს?
თეჰიონი: ნიკოლ ჩემს მესიჯებს და ზარებს არ პასუხობდი
ნიკოლი: მესიჯები წავიკითხე მაგრამ პასუხის გაცემაზე დრო არ დავკარგე
თეჰიონი: რას აკეთებდი იმაზე მნიშვნელოვანს ვიდრე ჩემს ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა?
ნიკოლი: შენგან განსხვავებით მე უკეთესი რაღაცეები გავაკეთე, სახლი დავალაგე, ასევე შენ და ბომიმ სახლში არსებული მთელი საჭმელი შეჭამეთ ამიტომ მომიწია რომ პროდუქტები მეყიდა
თეჰიონი: მე...
ნიკოლი: და ამის გარდა შენ არ მითხარი რომ ამ შაბათ-კვირას ბომის სახლში რჩებოდი, ვნერვიულობდი და მარტო...

მისი თვალები ცრემლიანდებოდა რაც გულს მტკენდა

თეჰიონი: შენ ამაზე არ უნდა ნერვიულობდე
ნიკოლი: მაგრამ ვნერვიულობ
თეჰიონი: მართლა?
ნიკოლი: დიახ და იცი რა არის ყველაზე ცუდი? შენ შენს ცოლადაც არ მაღიარებ
თეჰიონი: ჩხუბი დაამთავრე?

მტკივნეული გამომეტყველებით მივლის გვერდით

ნიკოლის POV:

საწოლზე ვიწექი და ვტიროდი

შემეძლო მეთქვა რომ ორსულად ვარ მაგრამ ის ჩემზე არ ზრუნავს და მისი სიტყვებითა და მოქმედებებით თუ ვიმსჯრლებთ საერთოდ არ აინტერესებს ბავშვი მას მხოლოდ საკუთარი თავი და ბომი აინტერესებს

MY PERVERTED HUSBAND Where stories live. Discover now