ნიკოლის POV
შემდეგი დღე
მაღვიძარას ხმა მაღვიძებს
ჩემს გვერდით ღრმად მძინარე ფიგურას ვუყურებ
მის ნაკვთებს ვუყურებ, როგორ შეიძლება ვინმე ასე მიმზიდველად გამოიყურებოდეს როცა სძინავს?
მერე მივხვდი რომ ეს ის ბიჭია რომელიც წუხელ ჩემი ცრემლების მიზეზი იყო, მისმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა, მისი სიტყვები არ უნდა მაინტერესებდეს მაგრამ მაინტერესებს
ფრთხილად ვდგები საწოლიდან რადგან არ მინდა თეჰიონი გავაღვიძო, გარდერობიდან ფორმას ვიღებ და აბაზანისკენ მივდივარ
სააბაზანოდან გამოვდივარ ვხედავ თეჰიონს ჯერ კიდევ სძინავს, უნდა გავაღვიძო?
მაგრამ რატომ უნდა გავაღვიძო მას შეუძლია თვითონაც გაიღვიძოს, თუ მას სკოლაში დააგვიანდება ჩემი ბრალი არ იქნება
ტელეფონს ვიღებ და ჯიბეში ვიდებ, საძინებლის კარს ვაღებ და ქვემოთ ჩავდივარ რადგან საუმზე მოვიმზადო
მაგვიანდება უნდა ვიჩქარო
ჭამის შემდეგ ჩანთას ვიღებ და სახლიდან გავდივარ
სკოლაში 5 წუთით ადრე მივედი
ჩემი ადგილისკენ მივდივარ და გოგოებს ვეხუტები
მირა: ნიკოლ თეჰიონი სად არის? შენთან ერთად არ უნდა მოსულიყო?
ნიკოლი: თეჰიონი არ გამიღვიძებია, მას შეუძლია თვითონ გაიღვიძოსუეცრად ჩემი ტელეფონი ვიბრირებს, ტელეფონი ამოვიღე და ვხედავ თეჰიონი მირეკავს, მაგრამ არ ვუპასუხებ, ტელეფონს ისევ ჯიბეში ვაბრუნებ
კლასში მასწავლებელი შემოდის და გაკვეთილის ახსნას იწყებს
ჩემს უკან ვუხედები და ჯიმინს ვამჩნევ, მე მას ვუღიმი ის კი უემოციო გამომეტყველებით მიყურებს
გაკვეთილიდან 20 წუთის შემდეგ საკლასო ოთახის კარი იღება და ოთახში თეჰიონი შემოდის