თავი მესამე

1.1K 43 2
                                    

ელი

  ხმას ვერ ვიღებ, რადგან არ ვიცი რა ვთქვა, ან თავი როგორ ვიგრძნო. მარინას ძმის უეცარმა გამოჩენამ სულ სხვანაირად დაატრიალა საღამოს განწყობილება. ნიცას შევხედე, ისეთი საეჭვო, ყველაფრის მცოდნე თვალებით მიყურებდა ამოვიკრუსუნე.

- რაიყო? - ვეკითხები, ის კი თავისებური ნაცნობი ღიმილით მიყურებს.

- არაფერი. - მშვიდად მპასუხობს, ახლა კი კიდევ უფრო დაეჭვებული მივაჩერდი.

– რა? – ვისკით სავსე ჭიქა ერთიანად გამოვცალე, მის ინტენსიურ მზერას კი მაინც ვგრძნობდი. ოოჰ, ღმერთო უკვე ვიცი ეს სათაც მიდიოდა...

– მე არაფერი მითქვამს. – მხრები აიჩეჩა და ბარმენს მიუტრიალდა, რომელიც გაბრწყინებული თვალებით უყურებდა.

– ჰო და თან დაგიჯერე. – ჩემთვის ჩავილაპარაკე, ის კი უბრალოდ აგრძელებდა ბარმენთან ფლირტს.
  
   შეიძლება სიმთვრალის ბრალიც კი იყო, ასეთი მძაფრი რეაქციის ქონა. არა, ვაღიარებ, რომ საკმაოდ მიმზიდველი ტიპია, ჩვენი მარინას ძმა, მაგრამ... მაგრამ არ შემიძლია ასე ავდგე და უბრალოდ ავაწყო მის შესახებ ფანტაზიები, როცა სრულიად  ათი წუთის წინ გავიცანი.
უფრო სწორად ერთამანეთი დავგლიჯეთ.

– ჰეი, რაღაც იწვის! – ნიცა ფიქრებიდან მაღვიძებს, მე კი დაბნეული იქეთ-აქეთ ვიყურები. ბოლოს, რომ ღიმილით აღსავსე ნიცას სახეს შევხედე ცრუ განგაში ისევე მალე ჩაცხრა, როგორც დაიწყო.

– ძალიან სასაცალოა. – გაღიზიანებულმა ტელეფონს დავხედე.

– იცი, პირველად დაგინახე ასეთი... – შესაფერისი სიტყვის მოსაძებნათ პაუზა გააკეთა. – დაბნეული...? არა უფრო აჟიტირებული, ვნებიანი.

– ვაუ, პირდაპირ ფსიქოანალიზს მიტარებდი? - შევიცხადე.

– ნუ რას ვიზამთ ჩემი პროფესიაა და. - თვალი ჩამიკრა.

– და რამ გაფიქრებინა, რომ ვნებიანი, ან დაბნეული ვიყავი, იმ... იმ დეგენერატთან? –წარბებ შეკრულმა შევუბღბირე, მან კი გულიანად დაიწყო სიცილი. – რა გაცინებს? – ამოვიბუზღუნე.

სურნელიWhere stories live. Discover now