თავი მეთორმეტე

945 41 1
                                    

ფაბიო
ექვსი კვირის შემდეგ...




- ნიშნობა ხვალისთვის გაიმართება, უკანასკნელად გეკითხები კასიო, ნამდვილად გსურს ერნანდესის ქალიშვილზე დაქორწინება? - ჩემს ძმას გამაგრთხილბელი ტონით ვეკითხები.
- ამის პასუხი თავადაც იცი, მორეტი თავის პირობას არასოდეს არღვევს. რამ შეგატანინა ეჭვი, იმაში რომ ნიშნობას გავაუქმებდი? - მეკითხება და სწორედ ახლა ვრწმუნდება, იმაში რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
- არ გინდა შენი "ყველაზე მდიდარი თავქარიანი მარტოხელას" იმიჯი შეინარჩუნო?
- არა, - თავი გააქნია. - დორდადრო უფრო მოსაწყენი გახდა, ვიდრე მანამდე იყო.
- თუ ვინმემ გადაგაფიქრებინა, მაგალითად კამილამ?
- ის არაფერ შუაშია, ეს უბრალოდ გარიგებით ქორწინებაა, რომლიდანაც ორივე ოჯახი სარგებელს მიიღებს. - თვალები ჩაუშავდა. - რაც შეეხება კამილას, მან იცის ყოველივე და ამის წინააღმდეგი არაა.
- მომავალმა საცოლემ დავიჯერო არ მოგხიბლა? - ეჭვისთვალით შევხედე.
- ის... როგორ ვთქვა - ნიკაპს ისრესს - უმანკო, პატარა გოგონაა. მასთან თამაშისას  კარგად გავერთობი.
- კარგი. - თავი დავუქნიე.
- შენ შეიცვალე. - მოულოდნელად ამბობს.
- შევიცვალე?
- არ ვიცი რამდენად კარგია ეს, მაგრამ ფაქტია შეიცვალე.
- და საიდან დაასკვენი ეს? - ღიმილით ვკითხე.
- ბოლო რამდენიმე კვირაა გაკვირდებოდი.
- ჰო?
- ჰო, ჩვეულებრივზე აგრესიული ხარ ზიხარ შენს კაბინეტში და ყოველთვის ამ ხედს გაჰყურებ. - ქალაქისკენ მანიშნა. - თითქოს იმ ჰორიზონტზე, რომელსაც გამალებით გასცქერი მოულოდნელად გამოჩნდება ვიღაც.
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. - კბილების ღრჭიალით ვუთხარი, რადგან მან შეძლო და იმაზე მარტივად შეძლო წაკითხვა ვიდრე მანამდე.
- გონების გაფანტვა გჭირდება, - ჰაერს ხელში უდარდელად იქნევს. - ვინმე ახალი გოგო მოძებნე, გაჟიმე და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. თითქოს არც არაფერი ყოფილაო.
- და ეგ შენ გშველის? - მაშინვე სახეზე მგლური ღიმილი ეპარება.
- ასი პროცენტით!
- მგონი შენთვის შეხსენება არ უნდა მჭირდებოდეს, რომ მორეტი არასოდეს ღალატობს ცოლს? - ღიმილი მაშინვე ქრება მისი სახიდან.
- ამის შეხსენება არ იყო საჭირო. - ხმა გაუცივდა.
-მე კი თავს ვალდებულად ვთვლი შეგახსენო.
- მგონი თვალწინ საკმარისად მკაფიო მაგალითი გვაყვდა ამის არ გასამეორებლად. - ვიცი ვისზეც ამბობდა, არამზადა ნაბოზარ მამაჩვენზე რომელმაც არამარტო ხელი აწია დედაზე, არანაკლებ ღალატობდა მას.
- ფრთხილად ძამიკო, - გამაფრთხილებელი ტონით დავიწყე. - არ დაგავიწყდეს შენს წინ ვინაა. - ყბა ეჭიმება, მაგრამ არაფერს ამბობს. - ახლა კი წადი, სამუშაო მაქვს. - ხელი დავუქნიე და კომპიუტერს მივუბრუნდი.
- როგორც იტყვი, უფროსო ძამიკო.
   კაბინეტიდან გავიდა და მარტო დამტოვა ჩემს ფიქრებთან. ყველაფერი კარგად მიდოდა, თითქოს ცხოვრებამ ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელა მოძრაობა, მაგრამ რაღაც მაკლდა.
   თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ის უცნაური შეგრძნება მაინც არ მტოვებდა. როცა ქრებოდა, მეგონა რომ მორჩა, მაგრამ ხელახლა ჩნდებოდა და თავგზას მიბნევდა.
   ჩემი ობსესია ელის მიმართ არ შეწყვეტილა, მინდოდა, რომ შეწყვეტილიყო მაგრამ ასე არ მოხდა. მან იმაზე მყარად გაიდგა ჩემში ფესვები ვიდრე ველოდი.
   ტელეფონი ავიღე და მაშინვე მასიმოსთან დავრეკე. მალევე მიპასუხა:
- დღეს რას აკეთებს? - მის პასუხს არ დაველოდე ისე მიხალე.
- როგორც ყოველთვის, დილით ადგა და პარკში სარბენად წავიდა. როცა ვარჯიშს მორჩა სახლში ავიდა და ცოტახნით გაჩერდა.  ჩვეულებრივ საყვარელ კაფეში შეიარა და ყავა იყიდა და სამსახურში წავიდა. არანაირი საფრთხე, პერიმეტრი თავისუფალია.
- ფოტოები? - ისე ამომიცურდა პირიდან ვერც კი გავიაზრე რას ვამბობდი.
- რის ფოტოები? - ხმაში აშკარა დაბნეულობა შეეტყო.
- იდიოტო!  არ გადაუღე მას ფოტოები?! - შევუღრინე, მას კი საპასუხოდ სიცილიღა აღმოხდა. - რა?
- არ მეგონა, ამ დღეს თუ მოვესწრებოდი.
- საქმეს მიხედე! - მივახალე. - და ფოტოები გადაუღე! - ყურმილი დავკიდე.
   სავარძელს ზურგით მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. მას შემდეგ რაც ელიმ მთხოვა, რომ აღარ გაგვეგრძელებინა რაც ჩევნ შორის იყო, მასზე ყურება არ შემიწყვეტავს.
    ის ჩემთვის კოკაინივით გახდა, მასზე დამოკუდებული გავხდი და თავიდან ვერ ვიგდებ. მთელი ექვსი კვირის მანძილზე ყოველღამით მის კვნესა და ოხვრას წარმოვიდგენ. ჩემი ისნომია უფრო გაძლიერდა, ელისთან გატარებულმა ერთმა ღამემ ჩემში ერთდროულად ააშენა და დაანგრია ყველაფერი.
    იმ ღამით შევძელი რამდენიმე საათით ძილი რაც, ერთიანად მთელი თვეები რომ შევკრიბო არ გამომდის. მისი ჩაცინება, სიმამაცე, კვნესა და ყველაფერი ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე და არ მასვენებს.
   მთელი ექვსი კვირაა, მას ვუყურებ მან კი ამის შესახებ არაფერი იცის. არ მაინტერესებს ეს სტალკერის საქციელს ჰგავს, თუ არა, რადგან ის ჩემია.
   შესაძლოა, მას დრო მივეცი რომ ჩემიდან თავი დაეღწია და საკუთარ თავში გარკვეულიყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომთმენი კაცი ვარ. არა, პირიქით როცა საქმე მასზე მიდგება ყველაფერს დრო ეკარგება.
    ჩვეულებრივ ჩემს მსხვერპლს ჯერ ვაბნევ და მახეში ვიტყუებ. ისე ვაკეთებ ამას, რომ ვერც კი იაზრებენ რა ხდება მათ წინ. ამ ყველაფერმა შესაძლოა წლებიც წაიღოს, მე კი მშვიდად ვარ ჩაააფრებული და ველოდები, როდის გაებმევა მსხვერპლი მახეში. შემდეგ კი მათ გალიაში ვამწყვდევ, სასმლისა და საჭმლის გარეშე, მანამდე სანამ შიმშილისგან, სიკვდილის პირისპირ არ დადგება. მანამდე სანამ სასურველს არ მივიღებ, იქამდე ვაწამებ სანამ სიკვდილს არ შემევედრებიან.
    არა, ელის შემთხვევაში. თავიდან მინდოდა მისი ორგანიზმიდან ამორეცხვა და ამისათვის მეგონა რომ მხოლოდ ერთი ღამე იყო საჭირო, მაგრამ ყველაფერზე რაზეც აქამდე ვფიქრობდი მცდარი აღმოჩნდა.
   ვიცოდი, რომ მხოლოდ ერთი ღამე არ იქნებოდა საკმარისი, პირიქით ახლა უფრო მეტი მსურს. მინდა ყოველ ღამით ჩემს მკლავებში იწვეს და მის მძინარე სახეს ვუყურო.
    მინდა მისი კვნესა ვისმინო, რომელიც მელოდიასავით ჩამესმოდა და მის მოსმენას სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ.
    სიცოცხლის ბოლომდე?
    გიჟურმა იდეამ პარაზიტივით შემიძვრა გონებაში და ინფექციასავით იწყო სწრაფად გავრცელება.
    უკვე მეათასჯერ ვამბობ, რომ ეგოისტი გადარეული ნაბიჭვარი ვარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ვიცი რაც მინდა და რა მინდა რომ მოვიმოქმედო მის დასაბრუნებლად.

............................................................................

შემდეგი ეპიზოდი ხვალ შუადღით დაიდება, მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის❤️

სურნელიWhere stories live. Discover now