თავი პირველი

1.8K 65 0
                                    

ელი

ცხოვრება ყოველთვის მოულოდნელობით აღსავსეა. ერთ დღეს პრინცესა ხარ, მეორე დღეს - უბრალო გოგონა ღარიბი უბნიდან.

- ჰეი, ლამაზო გინდა სასმელზე დაგპატიჟო? - ჩემს გვერდით მჯდარმა ტიპმა, რბილი მაცდუნებელი ხმით მკითხა.

- არა, მადლობა. ჩემი მეგობარი მალე მოვა. - თავაზიანად უარი ვუთხარი და ყურადღება ჩემს სასმელს მივაქციე.

- კარგი, რაა - უფრო ახლოს მომიახლოვდა, ვიდრე მე მომწონდა - შენი მეგობარი, ჯერ არსად  ჩანს მანამდე,  ჩვენ გავერთოთ. - თვალი ჩამიკრა.

- არა, მადლობა. - კბილების ღრჭიალით შევხედე. იმედგაცრუებამ გადაურბინა სახეზე, ღიმილი მოეშალა და წარბები შეკრა.

- შენი დანაკარგია, ბოზო! - ჩაილაპარაკა და ახალ მსხვერპლზე გადავიდა. ღრმათ ჩავისუნთქე, საკუთარი თავი დავამშვიდე, რომ სკანდალი არ ამეტეხა. დღეს ხომ მხოლოდ იმის გამო ვიყავი აქ მოსული, რომ გონება დამემშვიდებინა.

- სწორად მოიქეცი - ჩემს წინ მდგარმა ბარმენმა  გამიღიმა.

- ჰოო - თავი დავუქნიე.

- თითქმის ყოველდღე აქ არის ხოლმე, - ისევ იმ კაცზე მანიშნა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემს გვერდით იჯდა - გოგონებს სასმელზე პატიჟებს და თუ უარს იღებს, ლაჩარივით იქცევა.

-  მისნაირები ბევრი მინახავს. - ჩემი ყოფილი ურთიერთობა გამახსენდა.

- ჰოო - თავი დამიქნია და კიდევ უფრო მომიახლოვდა - აქ რამ მოგიყვანა? ისეთ გოგოს არ გავხარ, რომელიც ყოველდღე გასართობად დადის. - მწარედ გამეცინა.

- ასე ძალიან მეტყობა? - შევხედე.

- კი. - თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია - და? - ღრმად ჩავისუნთქე.

- დღეს მამაჩემის გარდაცვალების წლისთავია. - სახეზე, სევდამ გადაურბინა.

- ბოდიში. - თავი დახარა, მწუხარების ნიშნად.

- არაუშავს, თითქმის ათი წელია რაც გარდაიცვალა - ხელი ჰაერში უდარდელად დავიქნიე - მაგრამ, ჯერ კიდევ მტკივა...

სურნელიWhere stories live. Discover now