თავი ოცდამეორე

842 43 0
                                    

ფაბიო
 

- თუ ალიანსი გინდა, მორეტი. ამისათვის რაღაც ღირებულიც უნდა შემომთავაზო. - იღიმის ვოლკოვი.
- დაუკვირდი, როგორ მელაპარაკები ვოლკოვ - გავუღიმე - თორემ შენი შვილს მალე შენივე ხალხი დაედევნება. - თვალებში მაშინვე რაღაც ურბენს, მაგრამ არ იმჩნევს.
- რა გაქვს, მორეტი? ასეთი ძველი ტაქტიკა, არ გამოგადგება. - ისიც იღიმის, არა იმიტომ რაიმე სასაცილოა, არამედ მუქარის შემცველი ღიმილით.
- ნამდვილად გსურს გაიგო? - თავს ვუქნევ საქაღალდისაკენ, რომელიც მაგიდაზე დევს. - კარგი, - ალესიოს ვანიშნე, რომ მისთვის მიეწოდებინა.
- ეს რა არის?
- გახსენი და ნახე. - ტრიუმფალური ღიმილით ვეუბნები. ის ხსნის და მაშინვე სახე ეცვლება.
- რა მოხდა, ვოლკოვ? კატამ წაგართვა ენა?
- ეს რას ნიშნავს, მორეტი? - კბილებიდან ცრის.
- მშვიდობას.
- მშვიდობას?
- დიახ, მშვიდობას. მშვიდობა ჩიკაგოს ქუჩებში, უკვე გეცოდინება, ჩემი მექსიკურ კარტერთან გაერთიანება. - თავს მიქნევს. - ირლანდიელებთან მოლაპარაკებას მომავალში ვგეგმავ, მაგრამ არა მგონია დამთანხმდნენ.
- ესე იგი მშვიდობა გსურს და ამის მისაღებად მაშანტაჟებ?
- ვოლკოვ, შენმა ძმამ უკვე საკმარისი ზიანი მოუტანა ორივე ორგანიზაციას. წესით ახლა, ორივე ომში უნდა ვყოფილიყავით ჩართული, რაც შენი ძმის მიზანი იყო.
- ნახევარძმა. - მისწორებს და თავს ძალა დავატანე, რომ თვალები არ ამეტრიალებინა.
- წვრილმანია. - ფეხზე ვდგები და მას ვუახლოვდები. მისი დაცვა მაშინვე ფხიზლდება და იარაღს მიშველს, ისევე როგორც მისი მარჯვენა ხელი, რომელსაც იარაღი პირდაპირ ჩემს მკერდთან აქვს მიბჯენილი. გავუღიმე და ხელები მაღლა ავწიე, - მშვიდად პატარა ბიჭო. - ყელიდან ღრენა ხდება, და იარაღს უჭერს ხელს, ვოლკოვს დავხედე, რომელსაც სახეზე ღიმილი ჰქონდა. - შენი მოკვლა, რომ მდომოდა მაქსიმ ამას მაშინვე გავაკეთებდი, როგორც კი აქ შემოვდგი ფეხი და მშვიდობისათვის მონოლოგს არ გავმართავდი.
- რას მთავაზობ?
- და რა გსურს შენ, გარდა შენს შვილზე ინფრომაცია.
- მარინა. - ყბა მაშინვე მეჭიმება გაღიზიანებისგან.
- არა, მას ქორწინებას არ დავაძალებ. 
- კარგი. - თავს მიქნევს. - ჰკითხე. თუ დათანხმდება ქალაქში მშვიდობა დაისადგურებს.
- და შენს ძმაზე რას იტყვი?
- მას მე მოვუვლი, კილიანს რაც შეეხება მის ადგილმდბერაობას გაგაგებინებ. - თავს ვუქნევ და ორივე ხელს ვართმევთ.
- სასიამოვნოა შენთან საქმის დაჭერა. - ხელს ვუჭერ.
- იგივეს ვერ ვიტყოდი. - ისიც მიჭერს.
   კაბინეტიდან გამოსულმა, ალესიო და მასიმო მომყვებოდნენ. კმაყოფილმა ჩავიცინე, მაგრამ მარინასათვის ამის გამხელა ბომბის დეტონაციას მაგონებდა.
- ჩვეულებრივზე კარგად ჩაიარა. - ამბობს ალესიო.
- და შენ რას ელოდი, რაღაც მოწყენილი ჩანხარ.
- ალბათ მეტ იარაღს. - იცინის, მასიმო კი როგორც ყოველთვის ჩუმადაა და უკან მოგვყვება.
  ელისა და ჩემი ქორწილი ხვალ იქნება. ქორწილი რა თქმა უნდა დიდი იგეგმება, რადგან დონი ქორწინდება.
  ხუთმა ოჯახმა მხარი მრავალი წლის წინ დამიჭირა და გაერთიანებაში დამეხმარნენ. ამიტომ მათთვის არასწორი იქნებოდა, თუ დონი ქორწილში არ მიიწვევდა მათ.
   სახლში მისულმა ელის სიცილის ხმა გავიგე და მაშინვე მივხვდი, თუ რეალურად რას ნიშნავდა სახლი. რა არის მისი მნიშვნელობა. მისი სიცილის ხმას გვავყევი და სამზარეულოში გავედი, სადაც იქ დედაჩემთან ერთად საჭმელს აკეთებდა.
   დედაჩემი გულწრფელად უღიმოდა მას. სიამაყის შეგრძნება დამეუფლა, რადგან ელიმ მისი გაღიმება შეძლო. ელის მივუახლოვდი და ხელი ჯერ კიდევ პატარა მუცელზე შემოვხვიე და ყელზე ვაკოცე.
- dio, fabio! დედის წინ რას აკეთებ?! - მსაყვედურობს დედა და მეცინება.
- რას აკეთებთ? საშინლად მშია. - დედასა და ელის შევხედე, რომელსაც სახე აწითლებოდა. გამეღიმა.
- ელი მის მშობლიურ, კერძს ამზადებდა. - ღუმელისკენ მანიშნა, სადაც ელი აცხობდა.
- აბა რა არის? - ელის მივუბრუნდი.
- აჭაეული ხაჭაპური. - სიამაყით მპასუხობს.
- ხაჭაპური გამიგია, მაგრამ ა'ჩარული არასდროს. - თავი გავაქნიე.
- უნდა განისჯო, ისე ვერ ვაკეთებ, როგორც ბებიაჩემი აკეთებდა, მაგრამ ძალიან მიყვარს და იმედია შენც შეგიყვარდება. - მეუბნება ღიმილით.
- მე შენი ყველაფერი მიყვარს. - ვეუბნები და სახეზე ორმაგად წითლდება, გვერდიდან კი დედა ღიმილით მიყურებს.
- დედა იცოდი, რომ ელი ორსულადაა? - ვეუბნები და ელის მხარზე ხელს ვხვევ. ელის თითქმის ოთხი თვისათვის პატარა მუცელი აქვს.
- Dio! მართლა? - აღელვებული მეკითხება დედა. ელი მუცელზე იდებს ხელს და ღიმილით უყურებს. - ოჰ, cara mia. ძალიან ბედნიერი ვარ. - დედაჩემი ატირებული მიდის და გულში იკრავს მას.
- მიხარია, რომ გიხარიათ. - ამბობს აცრემლებული თვალებით და ეხუტება.
   ელიმ ჯერ კიდევ არ იცის, დედამისი ჩამოსვლას აპირებს. მას ჰგონია, რომ დედა ვერ ახერხებს ჩამოსვლას ჯამრთელობის გამო, ამიტომ მოწყენილი იყო.
   ქალბატონ მედეას დეტალურად შევუთანხმდი ყველაფერზე და ძალიან სურდა აქ ჩამოსვლა. ის დღეს ჩამოდის, მაგრამ დროებით სასტუმროში დაბინავდება.
   ელისთვის საუკეთესო მსურს, რადგან როცა ჩემ ცხოვრებაში შემოაბიჯა ფეხი ყველაფერი შეცვალა. მაგრძნობინა, ის რასაც ვერ განვიციდი და სურვილი გამიჩინა, რომ ჩიკაგო უკეთეს ქალაქად ვაქციო.

სურნელიWhere stories live. Discover now