თავი მეექვსე

1.2K 43 6
                                    

ფაბიო

- საქონლით დატვირთული გემი უახლოეს ოცდახუთ საათში პორტში შემოვა. მინდა, რომ პორტში დაცვის რაოდებობა გაზარდოთ, ასევე კამერებზე მეთვალყურეობა გააძლიერეთ - ალესიოს, კასიოსა და მასიმოს შევხედე. - არაფერი გამოგრჩეთ, წინას მსგავს შემთხვევა თუ განმეორდება ყველანი პასუხს აგებთ! - ხმა გამიცივდა, ისინი სავარძლიდან წამოდგნენ.

- დიახ, დონ! - ერთხმად წარმოთქვეს, თავი დავუქნიე.

- კასიო ხვალ ერნანდესთან კონტრაქტს ხელს მოვაწერთ. მინდა, რომ ყველაფერი კონტროლ ქვეშ გქონდეს. - თავს მიქნევს და კაბინეტიდან გადის.

- მართლა ფიქრობ, რომ ერნანდესი ასე უბრალოდ გადმოგვაბარებს მისი იმპერიის გასაღებს? - ჩემი მეგობარი და ამავე დროს მარჯვენა ხელი მეკითხება.

- თუ კონტრაქტს ჩაშლის იცის რაც მოხდება. - თვალი გავუსწორე მასიმოს, რომელსაც ეღიმება.

- რაღაც გაქვს ჩაფიქრებული. - მეუბნება ღიმილით.

- ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. - ვპასუხობ და ჩემს წინ არსებულ მონიტორს ვაკვირდები.

   დღეს ჩვეულებრივ სახლში ჩემს ოფისში ვატარებ ხოლმე.
    "ძლიერი მმართველი არასოდეს ტოვებს მის ტახტს უყურადღებოთ"
      მამაჩემის ხრიწიანი, სასტიკი ხმა ჯერ კიდევ ჩამესმოდა. რამდენიმე წელი გავიდა მისი სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მოხუცი ნაბიჭვარი თავის საფლავში მაინც არ ისვენებს.
      ჩემი გონება ზედმეტად არია იმისათვის, რომ ტახტის მიმართ სხვა რამ დავინახო.
      მისი ბოლო გამოხედვა თვალ წინ მიდგას, სიკვდილის წინ მისული თვალები სიამაყით ჰქონდა აღსავსე. ამაზე ფიქრი მუცელს უსიამოვნოდ მიწრიალებდა.

- ბოლოს როდის გეძინა? - ჩუმად მაკვირდება მასიმო.
 
    ის იმ მცირე წრეში შედის, რომელთა ნდობაც შემიძლია. ბავშვობიდანვე ერთად ვართ, ერთად გავიზარდეთ. ერთმანეთს მაშინაც ვედექით მხარში, როდესაც გვიჭირდა, ან გვილხინდა.
    მან დამეხმარა ჩემი იმპერიის აშენებისათვის. ჩიკაგოს ქუჩებში სიმშვიდის დამყარებაში.
    არაფერი მითქვამს, რადგან პასუხი ნათელი იყო. ჩემი ინსომია უკვე წლებია რაც გრძელდება. მანამდე არ მეძინება სანამ ჩემი სხეული ბოლომდე არ გამოიფიტება.
     როგორც კი თვალებს დავხუჭავ მაშინვე კოშმარებს ვხედავ.
     სისხლით, გვამებით აღსავსე საშინელ კოშმარს, რომელიც სუსტს მხდის.
      ხშირად მიწევს საკუთარ თავს შევახსენო, რომ მე დონი ვარ. ჩემი ოჯახის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთო და იმასთან შედარებით რაც მომავალში მოგველის, კოშმარები არაფერია.
       კოშმარები, მსხვერპლი და სისხლი ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ეს ჩვენს სისხლში ჩქებს.
       ის რაც მემკვიდრეობით თაობას გადაეცემა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია. ამ ცხოვრებას ვერ გაექცევი, ერთხელ თუ გაერიე ის თან ჩაგითრევს.
   
- რატომ მისვამ იმ კითხვას, რომლის პასუხიც იცი? - მივუბრუნდი მას.

სურნელიWhere stories live. Discover now