ეპილოგი

877 45 1
                                    

ელი
თხუთმეტი წლის შემდეგ...

    ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას შევხვდი. მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. მან შვილები მაჩუქა და დამეხმარა ჩემი ოცნებების ასრულებაში.
     საამაყო მამა და ქმარია, რომელიც ცხოვრებას ყოველდღე მილმაზაებს. მისი შეხება ამდენი წლის შემდეგაც კი სასიამოვნო  ჟრუანტელს მგვრის. ყოველი კოცნა და ჩახუტები, არასოდესაა საკმარისი.
     მის გვერდით ვიღვიძებ და ვიძინებ, წლები გავიდა და მის მიმართ ჩემი სიყვარული უფრო იზრდება.
- ელი, cara mia დაისვენე დაღლილი იქნები. - ამბობს და ჩემს ორსულობისგან დასივებულ ფეხს მისრესს.
- და მერე ვისი ბრალია? - ღიმილით ვეუბნები, მაშინვე ამომხედა. წლების გასვლის შემდეგ უფრო და უფრო სიმპატიური ხდებოდა. მომწონდა მის თმაში შერეული ჭაღარა, მისი ნაოჭი რომელიც გაბრაზებისა თუ სიცილისგან იჩენდა თავს.
- რა ვიზამ თავს ვერ ვეხმარები. - იცინის. თითქმის ორმოცი წლის ვარ და უკვე მეხუთე შვილს ველოდები. ფაბიო მიზნად ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბება უნდოდა, მაგრამ ჩემი დიდი პროტესტის შემდეგ ხუთზე შევთანხმდით.
   ალესანდრო თხუთმეტი წლის იყო, მამამის ძალიან ჰგავდა შარმითა და მისი ხასიათით. შემდეგ ჩვენი ტყუპები, აქსელი და ქსანდერი, გიჟები რომლებიც თითქმის თოთხმეტი წლისები იყვნენ და თავიანთი ძმა ჭკუიდან გადაჰყავდათ. შემდეგ ჩვენი პატარა გოგონა მოდის ელისი, რომელიც რვა წლისაა. ის ძალიან მგავს, ჩემსავით ყავისფერი თმებითა და მამამისის მსგავსი ლურჯი თვალებით გამოიჩეოდ, რომელიც ოთხივეს მემკვიდრეობით ხვდათ წილათ.
    ახლა კი, კვლავ პატარა ბიჭუნა ველოდები. ერთი თვეც და მას შევეგებები დედამიწაზე.
- არა სერიოზულად, უნდა შეწყვიტო მათი განებივრება. - მკაცრი სახით შევხედე.
   ფაბიოს ძალიან უყვარდა მათი განებივრება. განსაკუთრებით ელისის, პატარა ეშმაკი მამამისს თავის ჭკუაზე ატარებდა.
- ძალიან გგავს, როცა მის სახეს ვხედავ მაშინვე მინდება რომ სულ გახარებული, გაბრწყინებული თვალებით მიყუროს. - ამბობს და ჩემს გვერდით ჯდება.
- მესმის, მაგრამ ადრე თუ გვიან მისი გაშვება მოგიწევს ხოლო ეს დგე როდესაც დადგება ვერ შეძლებს საკუთარი თავის მოვლას, თუ მის მაგივრად შენ იზრუნებ.
- ვიცი, ვიცი, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ ორმოცდაათი წელია - ამოიოხრა, მე კი თავს უკან ვაგდებ და  ვიცინი. რამდენჯერაც ფაბიოს გაახსენდება, რომ ელისი გოგონაა და ერთ დღესაც ვიღაც ბიჭს გაიცნობს მაშინვე სახე ეღუშება.
- ორმოცდაათი წელი? - ჩემს დიდებულ მუცელზე ხელი დავიწყე და მას შევხედე. მან ხელი მხარზე მომხვია და მიმიხუტა.
- ორმოცდაათი წელი, მანამდე ბიჭები აკრძალულია.
- იმას იაზრებ, რომ ის მაინც არ დაგიჯეფებს?
- ჰო, მაგას შენ უნდა გიმადლოდე. შენსავით ჯიუტი ხასიათი აქვს. - ლოყაზე მაკოცა.
- ჯიუტი ვარ? - წარბს მაღლა ვუწევ.
- არა, რა თქმა უნდა არა, cara. - თავს სიცილით აქნევს.
- დავინახე, რომ იცინი. - თვალები ავატრიალე.
- არ ვიცინი. - ახარხარდა.
- ფაბიო! - ხელი მივარტყი.
- რა იყო? - ისე შემომხედა, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
- გეყოფა.
- ჩემი ცოლი გაბრაზებულია? - ამბობს და ყელზე მკოცნის, ხელებს კი მთელს ტანზე მხვევს. - მაშინ ყველაფრის გაკეთება მომიწევს, რომ მისი ხასიათი გამოვასწორო. - ამბობს და მის ტუჩებს ჩემსაზე ადებს.
   სიამოვნებისა და სიყვარულით აღსავსე მკვნესა აღმომხდა. ხელები მის განიერ მხრებს შემოვხვი და ჩემკენ მოვიზიდე.
    მან მთელი სამყარო მაჩუქა, ის ცხოვრება, რომელზეც ვერასოდეს ვიოცნებებდი.
    მე გავხი, პირველ რიგში დედა და ცოლი, შემდეგ კი მწერალი რომლათ გახდომაც მთელი გულით მსურდა.

სურნელიWhere stories live. Discover now