თავი მეოცე

897 46 0
                                    

ელი

სრულიად თეთრ სივრცეში ვხდები. არ ვიცი ვინ ვარ, ან რა ვარ. ყველაფერი ირგვლივ კაშკაშებს და მხოლოდ სიცივეს ვგრძნობ.
- გამარჯობა? - ირგვლივ იქით-აქეთ მიმოვიხედე. - არის აქ ვინმე? - ჩემს წინ არსებულ თეთრ უსასრულო სივრცეში ვიყურები, მაგრამ არავინ ჩანს.
ნაბიჯი გადავდგი თეთრ სივრცეში, მაგრამ მოულოდნელად ჰაერში ვფარფატებ. სუნთქვა შეკრული ვერ ვხდები რა გავაკეთო.
- ელი? - ნაცნობი ხმა მესმის. იქეთ-აქეთ ვიყურები, მაგრამ ვერავის ვხედავ.
დავიბენი, ჰაერში ფარფატი შეწყდა და ახლა მთელი ძალით ქვემოთ ვეცემი. ბოლო ხმაზე ვკივი, მაგრამ თითქოს არავის ესმის ჩემი.
- ელი? - კიდევ მესმის ნაცნობი ხმა და მოულოდნელად მწვანე მინდორში ამოვყავი თავი.
მზის სხივები კაშკაშებდნენ არემარე, ისეთი ლამაზი იყო ლამის ვიტირე.
- ელი? -  უკნიდან მესმის ხმა, მისკენ ვტრიალდები და მამას ვხედავ.
- მამა? - ის კი მიღიმის, მთელი ძალით მისკენ გავრბივარ და ვეხუტები. ერთდროულად ვტირივარ და მიხარია, რადგან ის ცოცხალია და მისი ჩახუტება შემიძლია.
- ელი, აქ რას აკეთებ? შენი აქ ყოფნა ჯერ კიდევ ადრეა - აღელვებული მეკითხება, ის ისეთი ლამაზი იყო. აღარ ეტყობოდა ის ფერკრთალი  კანი. უფრო ახალგაზრდა იყო, უფრო მოდუნებული...
- შენ რა, არ მოგენატრე? - საწყალი ხმით ვკითხე, თვალები უთბება და გულში მიკრავს.
- როგორ არ მომენატრე, მთელი გულით მომენატრე, ჩემო პატარა. - თმებზე მეფერება.
- შენ, რომ წახვედი დედა ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, - ამოვისლუკუნე. - მე კი... მე კი სახლში გაჩერება აღარ შემეძლო.
- ვიცი, ელი, ვიცი მაგრამ დრო იყო რომ წავსულიყავი.
- არა! არ უნდა წასულიყავი! იცი რამდენად მტკიოდა როცა წახვედი?! იმდენად მტკიოდა, რომ სახლში ვერ მივდიოდი, ვერც ბულვარში გავდიოდი, რადგან ყველაგან შენ გხედავდი! ის მოგონებები მიტივტივდებოდა, რომელიც შენთან ერთად გავატარე! - ვერც კი შევამნიე როგორ  ვუკივოდი.
- ვიცი, მაპატიე ძვირფასო. - თვალები სევდით ევსება. - მაგრამ უკვე დრო იყო, რომ წავსულიყავი. - არაფერი ვუთხარი, მხოლოდ ვეხუტებოდი და მის სურნელს ვიგრძნობდი. - ელი აქ რას აკეთებ? - ფრთხილად მეკითხება. - ჯერ შენთვის ძალიან ადრეა, აქ მოხვედრა.
- სად მამა? - გაკვირვებული ვეკითხები, ამ დროს კი გონებაში ფაბიო და ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილი მიტივტივდება. გაფართოებული თვალებით მას ვუყურებდი. თვალებში ცრემლები მომაწვა - მამა?
- ოოო, ჯერ შენთვის ძალიან ადრეა, ნუ შეგეშინდება, ელი. - თმებზე მეფერება.
მოულოდნელად გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, გულზე ხელი მივიდე რათა ტკივილი შემეჩერებინა.
- რა ხდება, მამა?
- უკან ბრუნდები, ელი. შენს საყვარელ ადამიანებთან.
- მაგრამ...- კიდევ ერთხელ ტკივილისგან ამოვიკივლე. ჩვენს გარშემო ყველაფერი ირყეოდა, მამა კი ნელ-ნელა ფითრდებოდა, მშორდებოდა. - მამა! არ წახვიდე! - ვევედრებოდი, რომ არ წასულიყო. არ მინდოდა მისი კვლავ დაკარგვა, არ მინდოდა ისევ იმ საშინელი ტკიცილის განცდა.
- კარგად, ელი და ჩემს შვილიშვილს მოუარე. - მიღიმის და ყველაფერი უფერულდება.

სურნელიWhere stories live. Discover now