თავი მეოთხე

1.2K 50 0
                                    

ფაბიო

- როგორ ფიქრობ მაქსიმი შეხვედრას დათანხმდება? - ჩემი ძმა და ამავე დროს ჩემი კაპო მეკითხება.

- უნდა დათანხმდეს თუ უნდა ჩიკაგოს ქუჩებში სიმშვიდემ დაისადგუროს.

- მაქსიმი ზედმეტად თავხედია იმისათვის, რომ შენ დაგთანხმდეს მით უმეტეს, - სათვალეს ისწორებს - საქონლის ჩაძირვა სწორედ, რომ მისი ბრალია. არა მგონია რისკზე წამოვიდეს.

- ორივემ კარგად ვიცით, რომ ის ადრენალინზე დამოკიდებული ნაბიჭვარია.

- მაგრამ, არ გაწირავს თავის იმპერიას მხოლოდ იმის გამო, რომ "ადრენალინის მოყვარული ნაბიჭვარია"

- ეგეც მართალია. - ფეხზე წამოვდექი და პიჯაკის ბოლო ორი ღილი შევიკარი. სახეზე ნაცნობი ღიმილი დასთამაშებდა ალესიოს.

- რაღაც გაქვს მასზე, ხომ ასეა? - ბურბონით სავსე ჭიქას ერთი გადაკვრით სვამს. არაფერი მითქვამს, მაგრამ უკვე იცოდა ამის პასუხი.

- წამოდი კარგი არაყი ვიყიდოთ, ჩვენს მაქსიმს ნამდვილად დასჭირდება მოსალოდნელი ამბის გადასახარშათ. - ღიმილით ვეუბნები და კაბინეტიდან გავდივართ.

***

    კომპანია H&H ჰოლდინგი, მართლაც შენაშნავი ლეგალური კომპანიაა, რომლის ზურგს ამოფარება თავისუფლადაა შესაძლებელი, მაგრამ არა მაქსიმ ვოლკოვისათვის. მას სურს, რომ მისი სახელის გაგონებისთანავე კაცებმა ჩაისვარონ და ქალებმა ფეხები გადაუშალონ.
    მას სურს დიდება და ამით ამაყობს კიდეც. შესაძლოა წარსულში ჩემი მეგობარიც იყო, მაგრამ ახლა ჩემი მოსისხლე მტერია, რომელმაც ჩემი იმპერიის დანგრევა მოისურვა. ისევე, როგორც მექსიკურმა კარტერმა.
   ხავიერ ერნანდესი, მექსიკური კარტერის ბოსია, რომელიც ნატკოტიკების, იარაღების და ასევე ტრეფიკინგის წრის საკმაოდ დიდი მატარებელია, რომელიც სამხრეთ ამერიკაში საკმაოდ მჭიდრო წრეს ატრიალებს გატაცებული ქალებითა და ნარკოტიკებით.
   ხავიერს ჩვენთან მჭიდრო კავშირის დამყარება სურს, რომელიც ორივე ჩვენგანისათვის მომგებიანი და ამავე დროს რისკიანი გადაწყვეტილებათ შეიძლება მივიჩნიოთ. ტელეფონი ავიღე და კასიოს დავურეკე, შეხვედრაზე შევთანხმდით, როცა ახალ ამბავს ვეტყვი არა მგონია, რომ მოეწონოს.

სურნელიWhere stories live. Discover now