თავი მეცამეტე

941 48 2
                                    

ელი

- იცი ყველაზე მაგარი რამე რა არის?- ნიცა ფიქრებიდან მაღვიძებს.
- ჰმ? - გამოფხიზლებულმა მას შევხედე.
- იცი, ყველაზე მაგარი რამე რა არის? - გამიმეორა ღიმილით.
- რა? - სანაპიროდან ჰორიზონტს გავცქეროდით.
- როცა ისე გეღიმება, რომ ვერ ხვდები, მანამ სანამ ლოყები ღიმილისგან არ გეტკინება.
- ეგ საიდან მოიტანე? - ფეხებს ხელი მოვხვიე და მკერდთან მუვიხუტე.
- ამას ხშირად აკეთებ.
- არ ვაკეთებ. - კვლავ მზისკენ გავიხედე, რომელიც უკვე ზღვაში ჩასვენებულიყო.
- აკეთებ, უბრალოდ ამას ვერ ხვდები. - მხარზე მეხება და კვლავ ჩემს ყურადღებას იქცევს. - ელი, რაღაც გჭირს და არ მეუბნები.
- არაფერი მჭირს. - თავი ავარიდე.
- როგორ არა, ზომბივით იქცევი. უხასიათოდ ხარ და ჩვეულებრივზე უფრო უხეში.
- სულ ასეთი ვიყავი. - მხრები ავიჩეჩე.
- ელი! - ხმას აუწია. - როდემდე უნდა იყო ასე?
- და როგორ? მე კარგად ვარ. - ტყუილია, ტყუილი კარგად არ ვარ.
- არ ხარ! მითხარი რა მოხდა? მომისმინე ყველაფერი კარგად იქნება. თუ დიდი რაოდენობით თანხა ისესხე და ვერ იხდი მე დაგეხმარები, თუ ნარკოტიკებს იღებ და ვერ ანებებ თავს არაუშავს დაგეხმარები, მაგრამ გთხოვ მითხარი რა ხდება. - ჩვენ შორის სიჩუმე ჩამოწვა, არაფერი მითქვამს. თავს კი უზომოდ დამნაშავედ ვგრძნობდი და მრცხვენოდა თქმა. - ორსულად ხარ?
- მოიცადე... რა?! - გაკვირვებულმა წამოვიკივლე.
- ორსულად ხარ და არ მეუბნები, ბავშვის მამას არ უნდა შენთან და ბავშვთან ყოფნა?! - ანერვიულებულმა ვერც კი შეამჩნია რომ ყვიროდა.
- მოიცადე ნიცა დამშვიდდი, ორსულად არ ვარ. - მხრებზე ხელი მოვკიდე და ადგილზე დავაჯინე.
- აბა? - თავი დავხარე და ტუჩი ამიკანკალდა. - რა მოხდა? - ჩაიჩურჩულა და გულში ჩამიკრა.
- მარინას ძმასთან ვიწექი...
- არაუშავს... მოიცადე მარინას ძმასთან?! ფაბიოსთან?! - მის მკლავებში მოვიკუნტე და ვეღარ შევხედე.
- ჰო...
- და მერე?
- რა მერე, კიდევ უნდოდა, მაგრამ უარი ვუთხარი.
- რატომ?
- მარინას გამო...
- ოჰ...
- რა უნდა ქნა? - მისი მკლავებიდან ვთავისუფლდები და მას ვუყურებ.
- უკვე ყველაფერი მორჩა, ეს აღარ განმეორდება. - საწყალი ხმით ვუთხარი.
- და შენ გინდა, რომ განმეორდეს?
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ერთღამიანი ურთუერთობა იყო და საშინელი შეცდომა, რომელსაც მეორეჯერ არასოდეს დავუშვებ.
- ელი...
- არა, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს ამის გაგრძელება, კიდევ ერთ საყვარელ ადამიანს ვერ დავკარგავ.
- მაგრამ, სამაგიეროდ ბედნიერი არ იქნები.
- ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაც ახალი გამოჩნდება. ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი, რომელთანაც ოჯახს შევქმნი.
- და სიყვარული? - მოულოდნელად მკითხა ნიცამ. სიყვარული? მგონი ამის შეგრძნების უნარიც დავკარგე. ყველა ადამიანი, რომელიც მიყვარდა წავიდა.
- სიყვარული ვის ჭირდება, როცა გვერდით შენნაირი მეგობარი მყავს. -  ხელები მოვხვიე და ჩავიხუტე. - სიყვარული ტკივილია, ნიცა, განსხვავებული სახის ტკივილი. - ჩემთვის ჩავილაპარაკე.

სურნელიWhere stories live. Discover now