თავი მეხუთე

1.1K 50 8
                                    

ელი

- ამერიკა არ არის საუკეთესო ქვეყანა. - ვამბობ და კლასში მოსწავლეებს ვავლებ თვალს.

- ამას იმიტომ ამბობთ, რომ თქვენ სხვა ქვეყნიდან ხართ, მის გალაჰერ. - ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე მიბღვარს.

- მართალი ხარ, მე სხვა ქვეყნიდან ვარ სახელად "საქართველო".

- მოიცა ეგ შტატი არაა. - ქეითი მეუბნება.

- არა. - მშვიდად ვპასუხობ და რუკისკენ ვინაცვლებ. - საქართველი ევროპა აზიის გასაყარზე მდებარეობს. - ვაჩვენე. - ახლა კი დავუბრუნდეთ თავდაპირველ თემას, რომელიც შეგვიძლია ასეთი კითხვითაც გადმოვცეთ "რატომ არის ამერიკა საუკეთესო ქვეყანა?". - ჯერემი ხელს მაღლა წევს. - გისმენ ჯერემი.

- ამერიკა შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც წვლილი შეიტანა კაცობრიობის განვითარებაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამომგონებლები უდიდესი ნაწილი სწორედ, რომ ამერიკიდანაა. მაგალითად ალბერტ აინშტაინი. ფიზიკოსი და მათემატიკოსი, რომელმაც ატომური ბომბი შექმნა.

- მაგრამ რა მოუტანა ამან მსოფლიოს გარდა ზიანისა, გაიხსენეთ ისტორია 1945 წელს იაპონიის ქალაქებში ნაგასაკისა და ჰიროსამას დაბობვა, რამაც ქვეყანა მიწასთან გაასწორა. - წარბი მაღლა ავუწიე, გაჩერდა და თავის ადგილზე დაჯდა. მესმის, რომ ცამეტი წლის ბავშვებთან ზედმეტად უხეში და პირდაპირი არ უნდა ვიყო, მაგრამ უნდა იცოდნენ რეალურად თავიანთი ქვეყნის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

- ყველაზე მდიდრები ვართ. - ერთ-ერთმა მოსწავლემ წამოიძახა.

- თქვენი იმედის გაცრუება მომიწევს. სიმდიდრით ამერიკა მეცხრე ადგილზეა.

- ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც ნებისმიერი ერის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთად ჰარმონიაში ცხოვრება. - ამბობს ჯერემი.

- დღეს ამერიკაში იმაზე ნაკლები ტოლერანტია, ვიდრე ვატიკანში მოსახლეობის რაოდენობა და დამიჯერეთ დაახლოებით მოსახლეობა ათასს არ აღემატება. - კლასი გაჩუმდა. არაფერი უთქვამთ, მე კი მათ ვუყურებდი და ვაკვირდებოდი მათ პატარა ბავშვურ სახეებს, რომელებიც რამდენიმე წელში ზრდასრულები გახდებოდნენ და ბავშვურ სიწმინდეს დაკარგავდნენ.

სურნელიWhere stories live. Discover now