🍀Part-1🌸🌸

1.3K 61 2
                                    


                       🍀თავი-1🌸
       გაზაფხულის საოცარი დღე იყო, როდესაც ტოკიოს ქუჩებში დავეხეტებოდი. მთელი ბილიკის გასწვრივ საკურას ჯარი იდგა, სიო კი მის ფოთლებს მიმოფანტავდა ქუჩაში. იმენად საოცარი სანახაობა იყო შეუძლებელია ურეაქციოდ გაგეტარებინა, მე კი ისევ უმისამართოდ მივიკვლევდი გზას და უამრავი აზრი მომდიოდა თავში. ველოდი თუ რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ახალი , შევძლებდი თუ არა გადამეხვია იმ რუტინიდან, რომელიც უკვე თვეებია გრძელდება . ერთფეროვნება,რომელიც სულს მიხუთავდა , ცოტაც და ალბათ გავიგუდებოდი .
     უკვე ექვსი თვეა, რაც ტოკიოში  ვიმყოფები და ყოველი დღე უაზროდ გამყავს.  არადა იმ მიზნით ჩამოვედი , რომ გული გადამეყოლებინა და ცოტახნით მაინც დამევიწყებინა ჩემი წარსული, წარსული ,რომელიც ყოველ წამს თავს მახსენებს, კადრები თვალწინ გადამირბენენ თითქოს გაფუჭებული კასეტა იყოს, რომელიც ერთი და იგივე კადრს მილიონჯერ იმეორებს,  სეირნობის დროს ვერც კი მივხვდი თუ როგორ შემომეპარა დაღლილობა და გადავწყვიტე კვლავ სასტუმროში დავბრუნებულიყავი.
  ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე "Park hotel"-ში წავეყვანე. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვმგზავრობდი. ფიქრებიდან ტაქსის მძღოლმა გამომაღვიძა.
-ქალბატონო მოვედით.-მითხრა მძღოლმა
ფული გავუწოდე, დავემშვიდობე და მადლიერების ნიშნად მკრთალად გავუღიმე.
    ჩემს ნომერში ავედი. ცოტახანს ხედით ვტკბებოდი შემდეგ გადავწყვიტე რამისთვის მეყურებინა.  ერთ-ერთი დრამა ამოვირჩიე "The bride of the water god". არვიცი, რატომ მომეწონა, მაგრამ გადავწყვიტე მეყურებინა, სამზარეულოში გავედი შავი, უშაქრო ყავა მოვიმზადე და კვლავ ოთახში დავბრუნდი, სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი და ყურება დავიწყე. ერთ-ერთ მომენტში ხილულმა კადრმა, სადაც "გვანგის ხიდი" იყო ნაჩვენები, იმდენად მომეწონა, რომ სეულში გამგზავრება მომინდა. იმ წამსვე ჩემს მდივანს დავურეკე და ბილეთის ღება ვთხოვე. მთელი ღამე არ მიძინია დილის 5:25 საათი იყო, როდესაც დრამის ყურებას მოვრჩი. მაშინვე აბაზანისკენ გავემართე მოსაწესრიგებლად, ბარგიც  ჩავალაგე და აერაპორტისკენ მიმავალ გზას გავუდექი. გზაში კი ის მომენტი არ ამომდიოდა თვალებიდან როგორ ცდილობდა გოგონა ცხოვრებისგან დატანჯულს დაესრულებინა სიცოცხლე და მოსწყვეტოდა რეალობას, ის ხიდის მოაჯირზე ავიდა და ნაზად მოფარფატე ყვავილივით გადაეშვა წყვდიადში. ამ კადრით აღფრთოვანებული ვიყავი და ვამჩნევდი თუ როგორ იზრდებოდა ჩემში იგივეს გაკეთების სურვილი.
      სეულში ჩავფრინდი და ბინისკენ გავემართე, რომელიც გუშინ ღამით ჩემმა მდივანმა, მინამმა  იქირავა. ჩემივე დავალებით, ავტომობილი აეროპორტში დამხვდა.
   ფინანსურად ისეთ საფეხურზე ვიყავი, რომ ჩემი ქონება ალბათ ჩემს კიდევ შვიდ თაობას ეყოფოდა, ამიტომაც ბოლო დროს სულ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ უნდა დავსაქმეუბულიყავი, ჩემს მაგივრად ჩემი მდივანი უმკლავდებოდა ყველაფერს, ჩემგან კი მხოლოდ ხელმოწერას ითხოვდა.
  დანიშნულების ადგილზე მივედი და ბინის გასაღები ვთხოვე იქვე მდგარ ადმინისტრატორებს.ერთ-ერთმა ყველაფერი გადმომილოცა და წინ გამიძღვა. მადლობის ნიშნად თავი დავუკარი და გავიღიმე მანაც ღიმილით მიპასუხა და მითხრა....
-თუ რამე დაგჭირდებათ შეგიძლიათ მომმართოთ, ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება. კომფორტულად მოეწყვეთ !
თავი თავაზიანად დამიხარა და ოთახი დატოვა.  დაღლილი ვიყავი და გადავწყვიტე ცოტა დამესვენა, მაგრამ არ შემეძლო შავი ყავა არ დამელია, სამზარეულოსკენ გავემართე და ყავის მზადება დავიწყე,  ყველაფერი რაც მე მიყვარდა, თითოეული ნივთი და პროდუქტი აქ იყო . გამეღიმა და ხმამაღლა წარმოვთქვი
-კიდევ კარგი რომ არსებობ მინამი.
  ყავა მოვიმზადე და აივანზე გავედი საოცარი ხედით ვტკბებოდი და ისევ ფიქრებში დავიკარგე.
  დილით ავდექი და გადავწყვიტე გამესეირნა ,შოპინგზე  წავსულიყავი მიუხედავად იმისა,რომ ტანისამოსს  ვერსად ვატევდი . გავემზადე და ქვემოთ ჩავედი.  ავტომობილში კომფორტულად მოვთავსდი და მარშრუტის მონიშვნა დავიწყე "GPS  ნავიგატორზე". პირველად გეზი სანაპიროსკენ ავიღე მინდოდა სიმშვიდეში გამეტარებინა დრო და ტალღებისთვის მომესმინა. მანქანა სანაპიროსთან ახლოს გავაჩერე და გადმოვედი, თბილი ნიავი ნარინჯისფერ კულულებს ნაზად მირხევდა და ისევ წელზე მეყრებოდა საკმაოდ გრძელი თმები. ისეთი ჰარმონია და სიმშვიდე შევიგრძენი, როცა შიშველი ფეხები ქვიშას შევახე, რომ წამით ვიფიქრე აქ გამეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე. ზღვისგან წამოსული ჰაერი, სრომელიც ძალზე სასიამოვნო იყო. საოცარი ხედით დატყვევბულმა კიდევ რამოდენიმე საათი გავატარე სანაპიროზე და შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ გავემართე -"Shopping" . ხმამაღლა წარმოვთქვი დამანქანიდან გადმოვედი. გადავწყვიტე ყველაზე დიდი და ნომერ პირველი სავაჭრო ადგილი მომენახულებინა "Myeongdong"
-ღმერთო რამდენი ხალხია!
გაკვირვებით ჩავილუღლუღე ჩემთვის და მაღაზიის კარიც შევაღე! რატომღაც ბევრ ადამიანს მოეყარა თავი ერთ-ერთი განყოფილების წინ, მეც დავინტერესდი და მიახლოვება გადავწყვიტე.
-მადლობა ღმერთს რომ მაღალი ვარ, თორემ ვერაფრის დანახვას შევძლებდი !
გავიფიქრე კვლავ ჩემთვის, როდესაც ბრბოს გულში საკმაოდ მაღალი, სიმპატიური ახალგაზრდა შევნიშნე. თოვლივით თეთრი თმები ლამაზად უთამაშებდა შუბლზე. ხალხს უღიმოდა და დაბნეული თავს იქეთ-აქეთ აბრუნებდა , აშკარად დაბნეული იყო , რადგან ყველა ავტოგრაფს სთხოვდა და ერთხმად გაჰყვიროდნენ ..
-oppaa ....
-იონ-გი ოპპაა
-შუგა ..
-გვიყვარხარ!!
  და მრავალიი თბილიი ფრაზა იყო მიმართული ეგრეთწოდებული "შუგა"-სკენ.. დიდად არ ვიყავი აქაური ვარსკვლავების ცხოვრებაში გარკვეული ისევ ჩემი საქმით დაკავება გადავწყვიტე ,როცა წასვლა გადავწყვიტე ვიგრძენი ბრბოდან მომავალი მზერა ჩემი მიმართულებით და კვლავ შევბრუნდი როდესაც, მზერით შევხვდით ერთმანეთს დაახლოვებით 5 წუთის მანძილზე მაშტერდებოდა გაკვირვებული, მე კიდევ დაბნეული 360 გრადუსით ვაბრუნებდი თავს , რო დამენახა თუ ვის მისშტერებოდა ასე დაჟინებით, ჩემს ირგვლივ რო ვერავინ შევნიშენ თითი სულელივით ჩემს თავს მივუშვირე და კითხვაც ჩემსთავს დავუსვი ....
-ის რა მე მიყურებს ?
  ჩემს ამ მოქმედებაზე ჩაიცინა და გზა განაგრძო.
მეც არ დავაყოვნე და შევბრუნდი, კვლავ ჩემს გზას გავუყევი. სავაჭრო ქსელში დიდიხანი ვიბოდიალე და მილიონი ნივთის ყიდვის შემდეგ კმაყოფილმა დავტოვე მაღაზია.
ეხლა კი .... მივემართები იქ რისთვისაც აქ ვიმყოფები ..
-გვანგანის ხოდი.... ცოტაც და გიხილავთ....
ნაღვლიანად ჩავიღიმე და გზას გავუდექი .
დანიშნულების ადგილთან მისულმა სიტყვები ვერ გამოვძებნე ასაღწერად ..
-რა სილამაზეა ღმერთო!!
ზუსტად ისეთი იყო როგორიც დრამაში ვიხილე ..
   მოაჯირს მოვეჭიდე და ისევ ფიქრებმა გამიტაცეს.

Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგულიWo Geschichten leben. Entdecke jetzt