ხიდთან ვდგავარ და გული გამალებით მიცემს, სხეულის ტემპერატურა არასტაბილურია, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი სხეულიი მეწვის, თითქოს ორგანიზმში რაღაც იწვის, ადუღებული სისხლი ძარღვებში გაუჩერებლად მოძრაობს და დაღლილი გულისკენ მიემართება, აიძულებს ისევ იმუშაოს, მაგრამ ამავდროულად ამ ყველაფერს გონება ეწინააღმდეგება,ცხოვრებისგან უკვე ძალა გამოცლილს აღარ სურს კიდევ განაგრძოს არსებობა თუნდაც წამით.
-მინდა სიმაღლიდან გადავეშვა და წყვდიადში გავუჩინარდე!
წამდაუწუმ იმეორებდა გონება ,როდესაც საკურას მოფარფატე ფოთლებს ვხედავდი, მსურდა მეც ასევე ნაზად და მშვიდად შემეგრძნო ჰაერი სახეზე, მინდოდა მეც მოწყვეტილი ყვავილივით სადღაც გადავკარგულიყავი, საუკუნოდ !
ის იყო უკვე დაზეპირებული სცენარი,უნდა გამემეორებინა და ხიდის მოაჯირზე შევდექი, ცივმა ნიავმა დაუბერა, თმები ჰაერში მითამაშებდა და ისეთ ჰარმონიას ვგრძნობდი თითქოს ამ სამყაროს აღარ ვეკუთვნოდი. ის იყო მოწყვეტით უნდა გადავშვებულიყავი წყვდიადში ,ამას ნიავიც უწყობდა ხელს, მოაჯირზე შემდგარმა წავიბროძიკე და უეცრად ძლიერმა ხელებმა მტაცეს ხელი, მთელი ძალით ცდილობდა ხელი არ გაეშვა, მე კი თვალების გახელა არ მინდოდა. მოაჯირის მეორე მხარეს ვიყავი დაკიდებული , ხოლო საპირისპირო მხრიდან ვიღაც ცდილობდა ჩემს გადარჩენას.
-ღმერთო რატო მაინცდამაინც ახლა მოუნდა ვიღაცას აქ სიკვდილი!
გაბრაზებული ბუტბუტებდა უცნობი და მთელი ძალით მიკავებდა.
-გთხოვთ გამიშვით!
მშვიდად აღმომხდა სიტყვები პირიდან და ვცდილობდი მისი ხელი მომეშორებინა.
-თვალები გაახილე! თუ სიკვდილის გეშინოდა სისულელეები არ უნდა აკეთო და ღამის საათებში ახალგაზრდა გოგონა უბრალოდ სახლში უნდა იმყოფებოდე!
მისი საუბრისთვის აზრიც კი არ დამიტანებია და თვალებს ვაიძულებდი ჩვეული მდგომარეობა შეენარჩუნებინათ.
-ღმერთო იქნებ ცოტა შენც დამეხმარო შენს გადარჩენას ვცდილობ!
-მე კი ჩემი სულის გადარჩენას ვლამობ თქვენ კიდევ არ მაცდით! ეს გადაწყვეტილება არიყო ადვილი მისაღები, მაგრამ ჩემი ცხოვრება იმდენად მტანჯველია მეტს ვეღარ გავუძლებ! მე ამით შეპყრობილივარ გთხოვთ გამიშვით !
- გიჟი ხარ!
ბრაზიანი ხმით დამიყვირა, როდესაც უეცრად სიმსუბუქე ვიგრძენი, მივხვდი სხეული როგორ მოსწყდა სიმაღლეს და სასურველი წყვდიადისკენ მივექანებოდი. წამიც არ იყო გასული სიმსუბუქე რომ შევიგრძენი მაგრამ სხეული დამძიმდა, უცნობს მთელი ძალით ავეკარი გულზე და ხელები მაგრად ჩამჭიდა სუნთქვა გამიძნელდა, მაგრამ ეს არც მადარდებდა. სიკვდილი მქონდა გადაწყვეტილი და ჰაერის უკმარისობა ამას ვერ გადამათქმევინებდა, მაგრამ უცნობის უეცარმა ქმედებამ ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ჩუმი ხმით აღმომხდა მის კისერთან ახლოს მყობს
- თქვენ ჩემზე გიჟი ხართ, უცნობისთვის კვდებით.
ამ დროს კი შევიგრძენი უფრო მაგრად შემომაჭდო ხელები . მის სურნელს ვგრძნობდი ასეთ დროს. უცნობის ტკბილ სუნამოზე ვფიქრობდი,სხვა არაფერზე.
მოწყვეტით ჩავეშვი გათოშილ წყალში და მთელს სხეულზე შევიგრძენი სიცივე, რომელსაც არაფრის დიდებით უშვებდა უცნობი ხელს. მივხვდი ფსკერისკენ როგორ მიემართებოდა უძრავი სხეული და ფიქრებმა კვლავ იჩინეს თავი..
- მაპატიეთ! მალე ერთად ვიქნებით!
გულში ვფიქრობდი და სიმშვიდეს ვგრძნობდი სხეული კი უფრო და უფრო კარგავდა ტემპერატურას გონებაც ბურუსმა მოიცვა, როდესაც უკანასკნელი ნახშიროჟანგი აღმომხვდა პირიდან და ჩემი სამყარო წყვდიადში ჩაიკარგაა. საუკუნო წყვდიადში. ის რასაც ასე ვლამობდი, მე ეს დავიმსახურე.. არ მქონდა უფლება მესუნთქა და მეარსება.
მე ამის მწამდა.
სააშინელ ტკივილს ვგრძნობ,კიდურებს ვერ ვამოძრავებ. სხეული ისეთი დამძიმებული იყო მეგონა ტონიანი სპილო მეჯდა , ტემპერატურა საგრძნობლად მაწუხებდა , მთელი სხეული მეწვოდა, დამძიმებული ქუთუთოები დიდი ძალისხმევის შემდეგ ძვლივს დავაშორე ერთნამეთს.
სრულიად უცხო გარემოში მყოფმა აზრე ვერ მოვედი, არ მსურდა მიმეღო ის რეალობა რომ კვლავ ვსუნთქავდი. განცდილი თავისუფლების გრძნობა როდესაც ვარდნისას განვიცადე, გაქრა ? ისევ მომიწევს რეალობასთან ბრძოლა?
მთელი ძალით ვცდილობდი თავი დამეღწია, დანაშაულის გრძნობა მომეშორებინა. ამ მცდელობამ ფუჭად ჩაიარა?
გულიი ისე მტკიოდა ლამის გაჩერებულიყო იმდენად მტკიოდა, არვიცი თავს საშინლად ვგრძნობ, თითქოს გული ყელში მებჯინება და სუნთქვა შევწყვიტე.
-ისევ წარსული ,ტკივილი, გაუსაძლისი ტკივილი.
თვალებიდან ცხელი ცრემლები გადმომიგორდა და სახეზე ვიგრძენი როგორ მიედინებოდა მხურვალე ცრემლები ბაგეებზე, მოწყვეტით ეცემოდნენ ბალიშზე და წამსვე ქრებოდნენ.
უეცრად ყოველგვარ ფიქრს მოვწყდი, როდესაც ხმა გავიგე. თავის წამოწევა ვცადე, მაგრამ ამაოდ, იმდენად დამძიმებული მქონდა ვერც კი ვამოძრავებდი. თავი საშინლად მტკიოდა.
-ნუ მოძრაობ!
ვიგრძენი ხმაში გაბრაზება, აგდებული ტონი, რამაც თავი არასასიამოვნოდ მაგრძნობინა.საშინლად ცოვი ხმა ჰქონდა.
ოთახში შემოვიდა და ლანგარზე მოთავსებული მედიკამენტები ტუმბოზე ჩამოდო, ზედაც არ შემოუხედავს სკამი საწოლთან ახლოს მოსწია და ჩამოჯდა.
დარწმუნებული ვიყავი სადღაც რომ ვნახე, მაგრამ იმდენად ვიყავი არეული, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. ამ დროს ოთახში არსებული დამაყრუებელი სიჩუმე ისევ, "უცნობმა" დაარღვია.
-სავაჭრო ქსელში სულ არ ჰგავდი ადამიანს, რომელიც დღეს სიკვდილს აპირებდა, შოპინგით ტკბებოდი და სრულიად კმაყოფილი მეჩვენე. შენი ამჟამინდელი რეალობით... ასე რატომ მოიქეცი? არ გიფიქრია ოჯახზე, რომელიც და ღელავს იმის გამო რო მ ორი დღეა შენი კვალიც კი არსად ჩანს?
-არაფერი გესმის, სწორედ ოჯახის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჩემი ბრალია დღეს რომ მარტო ვარ, მარტო!
მე მოვკალი. საკუთარი უსუსურობის გამო ოჯახი დავკარგე მათ ვერ დავეხმარე!
მიუხედავად იმისა, რომ სხეული საშინელ ტკივილს განიცდიდა არ შემეძლო არ მეთქვა, მე თვითონაც მიკვირდა საკუთარი თავის.რამდენი ხანი ვდუმდი, ვერავის ვესაუბრებოდი ამაზე ერთადერთ ახლობელ მინამისაც ,რომელიც ტრაგედიის შემდეგ ახლობლად მიმაჩნდა. გულმა ვეღარ დაიტია ამხელა ტკივილი და ჩემდაუნებურად ამოვიდა პირიდან თითოეული წაროთქმული სიტყვა ,როდესაც "უცნობმა"ოჯახი ახსენა, იმდენად მტკიოდა გული ფიზიკურ ტკივილს სხეული ვეღარ აღიქვამდაა. "უცნობიც" ისე დაიბნა, როცა ჩემი ცხარე ცრემლები დაინახა .შემდეგ კი დაბნეულს სიბრაზის ნატამალი აღარ შერჩენოდა სახეზე. ცდილობდა დავემშვიდრბინე. ფეხზე წამოდგა და საწოლზე გადმოჯდა .
-გთხოვ ნუ ტირი მე არაფერი ვიცი შენს შესახებ, არ მოველოდი ჩემი სიტყვები ასე თუ იმოქმედებდნენ შენზე,გთხოვ მაპატიე.
თმებზე რბილად გადამისვა ხელი, მეორეთი კი ჩემი ხელი ეჭირა. წამომაყენა ფრთხილად და წამლები დამალევინა, მე კი ვერც ვაანალიზებდი, რომ უცხოსთან ასე ახლოს ვიყავი. ვერც კი მივხვდი მის ხელს ჩაბღაუჭებულს როგორ შემომეპარა ძილი, ის კი ისევ განაგრძობდა თმებზე თამაშს.
- მაპატიეთ..ნნნ..უუ დდამტოვვებთ... მეშინია..მაპატიეთ.
ძილში ვლუღლუღებდი გაუაზრებლად, შუგა კი გვერდიდან არ მშორდებოდა.
ESTÁS LEYENDO
Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგული
FanficI don't want to see anything anymore ..... I don't want to feel anything anymore... I'm sure this isn't reality. you came to save me ... I'm sorry I wasted it ... აღარ მინდა, რომ რამეს ვხედავდე... აღარ მინდა, რომ რამეს ვგრძნობდე... მე დარწმ...