***
(შუგა)
-გამარჯობა... მინ იუნგჯე!
წარმოვთქვი მშვიდად და უემოციდო, რომ არა ჰეასთან დაკავშირებული პრობლემა, ალბათ კიდევ დიდ ხანს არ შევხვდებოდი მას.
-გამარ... იუნგი?
არაფერი ვუპასუხე, რადგან არა მგონია დადასტურება მჭირდებოდეს იმისა, რომ იუნგი ვარ.
დაბნეული იდგა კაბინეტში, სამუშაო მაგიდასთან, რაღაც ფურცლებით ხელში, რომელიც სულ რამოდენიმე წამში ოფისის იატაკზე მიმოიფანტა. მეც არ დავაყოვნე და შეპატიჟების გარეშე შევაჭერი ოთახში, იქვე მდგარ მდივანზე მოვთავსდი, რომელიც შავი ტყავით იყო შესრულებული, მთლიანად ოთახიც ბნელია, არ დავმალავ და მომწონს კიდეც.
- ნუ სხვას არც მოველოდი. გავიფიქრე ჩემთვის გულში და ფეხები გადავაჯვარედინე.
-კიდევ დიდ ხანს აპირებ ასე დგომას? აქ საქმეზე სასაუბროდ მოვედი!
-აა... ჰო მაპატიე ცხოვრებისგან ყველაფერს მოველოდი, მაგრამ შენს ნახვას არა.
-რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ახლა აქ ვარ შენს წინ. მოდი ზედმეტი საუბარს მოვეშვათ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
არაფერი უთქვამს უბრალოდ მშვიდად,უემოციოდ მოთავსდა ჩემს წინ.
-ოჰ ეს ყინულივით ცივი თვალები ისევ ისეთია როგორც უწინ.
ხუთი წელი გავიდა, ხუთი გრძელი და ჩემთვის მტანჯველი წელი, არა იმიტომ, რომ ჩემი ძვირფასი "ძმა" მენატრებოდა. არა.. არა.. ვცდილობდი ცხოვრება თავიდან დამეწყო, იმის შემდეგ რაც ჩვენს შორის მოხდა... ძნელი იყო, მაგრამ ბიჭების დახმარებით მაინც შევძელი ფეხზე წამოდგომა და წარსულის ტკივილის გაქარვება.
YOU ARE READING
Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგული
FanfictionI don't want to see anything anymore ..... I don't want to feel anything anymore... I'm sure this isn't reality. you came to save me ... I'm sorry I wasted it ... აღარ მინდა, რომ რამეს ვხედავდე... აღარ მინდა, რომ რამეს ვგრძნობდე... მე დარწმ...