თავი-24

171 25 3
                                    


                                                               

****

(ჰეა)

კონტრაქტის ყველა პუნქტის გულდასმით განხილვის შემდეგ, ორივე მხარემ თანხმობის ნიშნად ხელი მოვაწერეთ და დოკუმენტები გავცვალეთ.

დაახლოვებით ნახევარ საათზე მეტს გასტანა ჩვენმა საუბარმა. ჩვენი დიალოგის თითოეული სიტყვა და ფრაზა მხოლოდ საქმიან შეხედრასთან იყო დაკავშირებული, თუ თავში ნახსენებ კომპლიმენტს არ ჩავთვლით. არ დავმალავ და უხერხულადაც კი ვიგრძენი თვი.

წასვლის დრო ახლოვდებოდა. ამ დროს კი ბატონმა პაკმა დიდი მოწიწებით წაყვანა შემომთავაზა, მე კი უარის თქმა მომიწია, რადგან ერთი პატარა პრობლემა იყო, რომელიც მინამისთან ერთად უნდა მომეგვარებინა. ამიტომაც უკვე შეთანხმებულები ვიყავით, რომ შეხვედრის შემდეგ თვითონვე გამომივლიდა. ბატონ პაკს ბოდიში მოვუხადე და სიტუაციას გავაცანი, რადგან უხერხულობა თავიდან ამეცილებინა. მანაც ღიმილით წარმატებები მისურვა, დამემშვიდობა და კაფეც მალევე დატოვა.

დაახლოებით ათ წუითიანი ლოდინის შემდეგ, მინამიც მოვიდა. მის მანქანაში ჩავჯექი და კომპანიისკენ გავემართეთ.

- როგორ ჩაიარა თქვენმა შეხვედრამ?

- ესეც ისეთივე იყო, როგორც სხვა დანარჩენი საქმიანი შეხვედრები.

- და მეტი არაფერი?

- რას გულისხმობ? სხვა რა უნდა ყოფილიყო?

- ალბათ ახალგაზრდა მამაკაცი ბრმა უნდა იყოს, ასეთი ლამაზი ქალი, რომ ვერ შენიშნოს და თან ძალიან ლამობდა ამ კონტრაქტის გაფორმებას. ამ ყველაფრის შემდეგ რთულია დავიჯერო, რომ მცირე სიმპათიაც კი არ გააჩნია შენ მიმართ.

- მინამი ნუ სულელობ, მსგავსიც კი არაფერი ხდება!

ამ საუბარში ვიყავით გართული, როდესაც ჩვენი ავტომობილი გაჩერდა, იმის გამო რომ რამოდენიმე სხვა უცხო მანქანის ალყაში აღმოვჩნდით. მინამი ძალიან აფორიაქდა, სახეზე მკვდრის ფერი დაედო, მეც ავღელდი, რადგან არ ვიცოდი ჩვენ თავს რა უბედურება ტრიალებდა...

Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგულიWhere stories live. Discover now