თავი-21

201 27 5
                                    

***

(შუგა)

მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან ცუდად  ვგრძნობდი ამ სანახაობიას გამო, ვარჩიე უბრალოდ გზა გამეგრძელებინა და კუთხეში მდებარე მაგიდასთან დავმჯდარიყავი. მთელი სხეული მიხურს, თავს შობის ინდაურივით ვგრძნობ 240 გრადუსზე რომ წვავენ ღუმელში, ჩემი განწყობა კი ვულკანს გავდა რომელიც წუთი-წუთზე ამოხეთქავდა, მაგრამ საოცარი მოთმინების უნარი გამოვიჩინე და მშვიდად მოვთავსდი ჩემთვის განკუთვნილ ადგილას. იუნგჯე ჯერ კიდევ არ მოსულა, იმედია ლოდინი არ დამჭირდება თორემ დიდხანს ნამვილად ვერ მოვთოკავ თვას.

   ჰეა ზურგით იჯდა, ამიტომ ვერ შემნიშნა. ძალიან კარგი, ახლა შეხვედრა კარგს არაფერს მოგვიტანს.  როგორც ყოველთვის დღესაც მშვენიერია.

  გრძელი, ალისფერი თმები, სუსტი და გამოყვანილი სხეულის ფიგურა, გრძელი და თხელი თითები, რომელიც ლამაზად ეთამაშება ოდნავ ხვეულ თმებს, მშვიდი და გაწონასწორებული, მართლაც რომ ძალიან შემყვარებია. საათობით შემიძლია ვისაუბრო მის მშვენიერებაზე, ყველააზე მთავარი რის გამოც შემიყვარდა, მისი სულის მშვენიერებაა. ზოგჯერ ძალიან ბავშვურია, ზოგჯერ კი ნამდვილი ლედი, ეს ადამიანი ჩემი მერვე საოცრება დედამიწაზე. 

-იუნგი მაპატიე დავაგვიანე, საცობში მოვხვდი!

  უეცრად ფიქრებში გართულს იუნგჯეს ხმა მომესმა რომელმაც სწრაფად დაიკავა ადგილი ჩემს წინ, რის გამოც ჰეას ვეღარ ვხედავდი. წამით მომინდა რომ რაღაც გამექანებინა ამ იდიოტისთვის, მაგრამ არაფერი დაუშავებია და თავს შევიკავებ. ვფიქრობ კიდევ მექნება ამ მშვენიერი იდეის განხორციელების შანსი.

-როდესაც ადამიანს შეხვედრას თავად "აძალებ", ვფიქრობ მეტი პუნქუალობაც უნდა გამოიჩინოთ ბატონო იუნგჯე!

-დიახ, დიახ მართალი ხართ ბატონო იუნგი!

გამიღიმა და შემომხედა.

Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგულიWhere stories live. Discover now