ეს სანახაობა იმდენად აუტანელი იყო,რომ მეტი აღარ შემეძლო. მივხვდი ტირილისგან როგორ გამომეცალა ძალა. მშობლების სხეულს უაზროდ ვექაჩებოდი და სრულიად უშედეგოდ, ხანძარმა მეორე სართულამდეც ამოაღწია, მაგრამ ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო, შიშის გრძნობა გამქრალიყო და სიკვდილს უკვე შეგუებულმა მშობლების სხეულს გამწარებული მივეხუტე.მათ გარეშე სუნთქვაც კი არ მინდოდა. ისე ვებღაუჭებოდი თითებში სისხლი აღარ მიედინებოდა,ტუჩები მომაკვდავივით გამილურჯდა და სხეულში ერთიანად გამცრა, როდესაც მშობლების სხეულზე სითბის ვეღარ ვგრძნობდი, მხოლოდ ყინულივით ცივი ხელები მეკავა ხელში და ჩემთვის უკვე ყველაფერს დაეკარგა აზრი. თვალები დავხუჭე და მოახლოვებულ სიკვდილს შევეგუე, რადგანა მე უკვე მკვდარი ვიყავი. ჩემი ცხოვრების აზრი გაქრა, სიცოცხლე სწორედ იმ დღეს დასრულდა ჩემთვის.
ერთი კვირის შემდეგ გონს მოსულმა ყველაფერი სიზმრად ჩავთვალე,მწარე რეალობას არ ვიღებდი, პალატიდან გამოვვარდი და სახლისკენ მივიწევდი, მინამი გზად ცრემლიანი თვალებით მაჩერებდა. მისი არცერთი სიტყვა არ მოდიოდა ჩემამდე გონება დაბინდული კვლავ განვაგრძობდი სვლას წინააღმდეგობის მიუხედავად, მხოლოდ მაშინღა მოვეგე გონს, როცა ჩემს წინ დაჩოქილი მინამი დავინახე, ცხარე ცრემლები უსველებდა ღაწვებს და მთელი სახე ვაშლივით გაწითლებული ჰქონდა. მევედრებოდა გავჩერებულიყავი, რომ ვეღარ ვიხილავდი იმას რისკენაც გამალებით მივილტვოდი.მე კი კვლავ არ მსურდა დამეჯერებინა მისი სიტყვები. ფეხზე წამოდგა და მთელი ძალით მომეკრო, პატიებას მთხოვდა და მეც კი ვერ ვიაზრებდი რატომ?
- მაპატიე ჰეა , არ უნდა გამეშვა დაცვა სახლში , არ უნდა მიმეცა უფლება პოსტი დაეტოვებინა. მე, მე არ მოველოდი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა,გთხოვ მაპატიე ,ჩემ გამო ცხოვრება დაგენგრა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ძალაგამოცლილი ჩავიკეცე საავადმყოფოს კოლიდორში და კვლავ ვერ შევძელი, მინამის დასამშვიდეად ძალა ვერ მოვიკრიბე ,რადგან ეს ჩემი ბრალი იყო მე ვიყავი უსუსური და ვერ შევძელი მაშობლების დახმარება, მისთვის სიტყვაც კი არ მითქვამს ისე დავკარგე გონება და ვირტუალურ სამყაროში გადავინაცვლე.აღარ მსურდა გაღვიძება,თავს იმის უფლებასაც კი არ ვაძლევდი უბრალოდ რომ ესუნთქა .... ისე დავტოვე მშობლიური მხარე მინამი არც მინახია... მე ისევ ვდუმდი ... არავისთან მაურდა საუბარი.
მინამის შეტყობინება დავიუტოვე და სამოგზაუროდ წავედი.... მთელი ბიზნესი და სამი უზარმაზარი კომპანია მის მმართველობაში დავტოვე რომელსაც მამაჩემი და დედაჩემი მთელი ცხოვრება ჩემთვის ინარჩუნებდნენ... მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარ კომპანიას შორის ჩვენი კომპანიები პირველ სამ ადგილს იკავებდა:
1)ექსონ-მობილ.. რომელიც ნავთობის და გაზის მიწოდების საქმიანობით იყო დაკავებული , წლიური შემოსავალი 486,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა....
2)შელი( Royal Dutch Shell) იგივე საქმიანობა ჰქონდა ამ კომპანიასაც და წლიური შემოსავალი 470 მილიარდ დილარშ შეადგენდა...
3)ვალმარტი .... ამ კომპანიას მე ვხელმძღვანელობდი.... რადგან მაობლები მეტისმეტად დატვირთულები იყვნენ... საცალო ვაჭრობით ვიყავი დაკავებული და წლიური შემოსავალი 446 მილიარდს აღწევდა ....
მიხაროდა დასაქმებული პიროვნება რომ ვიყავი და სულ იმის მაქსიმუმს ვაკეთებდი რაც შემეძლო, იმიტომ რომ ამით მშობლებს ვახარებდი... მათი სიხარული კი ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასი იყო .....
არც კი მიფიქრია როგორ შეძლებდა მინამი ამ ყველაფერს ისე დავიტოვე ბიზნესი და ლაჩარივით გამოვიქეცი , ისედაც ყოველ წუთთს რომელიღაც დარეხვილი ჟურნალისტი შემოალაჯებდა ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე და გულის შემაწუხებელ კითხვებს მახვევდა თავს... სურვილი მიჩნდებოდა თითოეული საკუთარი ხელით გამეგუდა.ბოლოს სიბოროტემ შემომიტია და ჩემი სტატუსი და ძალაუფლება ბოროტად გამოვიყენე. დაახლოებით 50 ჟურნალისტი სამსახურიდან გავათავისუფლებინე.. სულაც არ ვნანობდი, რადგან ვერც კი ხვდებოდნენ რამდენად აფსურდულ კითხვებს მისმევდნენ და წყობილებიდან გამოვყავდი ამ ყველაფერს. თავშესაფარი კი იაპონიაში ვიპოვე პირველი ექვსი თვე. დროთა განმავლობაში მინამისთან ისევ დავიწყე კონტაქტი,ეს კონტაქტი კი ძირითადად სამ ან ორ სიტყვას მოიცავდა... ყოველ დღე რეკავდა და არც ერთხელ არ დაუწუწუნია, მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ის ამას სასჯელად თვლიდა და უსუტყვოდ ასრულებდა ყველაფერს. ამ წამს კი კორეაში ვიმყოფები, სეულში და სრულიად უცხო ადამიანის სახლში ვიმყოფები .
ფიქრებიდან მისმა თბილმა და მზრუნველმა ხმამ გამომიყვანა.
⁃კარგად ხართ?
უსიტყვოდ დავჰყურებდი ზემოდან და კვლავ ხელის განთავისუფლება ვცადე როდესაც იგივე კითხვამ გაიჟღერა სიჩუმეში.
⁃თუ შეიძლება ხელი გამიშვით მე კარგად ვარ!
აღელვებულმა ამოვიბუტბუტე და დარცხვენილმა შევხედე.
თეთრ თმიანმა ჩაიცინა და ხელი გამიშვა .
⁃ეგ შენ მეხვეწებოდი მთელი ეს დრო მარტო არ დამეტოვებინე, და არაფრის დიდებით არ მიშვებდი ხელს.
⁃მაპატიეთ,არ მსურდა თქვენი შეწუხება.
ამაზე კიდევ ერთხელ ჩაიცინა და ახლოს მოიწია მე კი ინსტიქტურად უკან გადავიხარე.
⁃ადამიანებს არ ვჭამ! უბრალოდ ტემპერატურას შევამოწმებ.
შუბლზე ხელი დამადო და სახე ეცვალა როდესაც გაიაზრა რომ კვლავ მაღალი ტემპერატურა მქონდა... სწრაფად წამოდგა ფეხზე წამლების მოსატანად მაგრამ უეცრად წაბარბაცდა.... მისი სხეული ნიავში მოთამაშე ბუმბულს წააგავდა.... სხეული მოწყვეტით დაენარცხა იატაკს და გონდაკარგული ღრმად სუნთქავდა... უეცრად შოკში ჩავვარდი, მშობლები გამახსენდა სულ ვცდილობდი შორს ვყოფილიყავი ექსტრემალური სიტუაციებიდან მაგრამ ეხლა ვერსად გავიქცეოდიი... საწოლიდან სწრაფად წამოვდექი ისე რომ გაუსაძლისი ტკივილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, წამსვე მუხლებზე დავეცი და ხმა დაკარგული დავჩურჩულებდი თავზე და ვეწიწებოდი გონს რომ მომეყივანა მთელი სხეული ისე უხურდა, გეგონებოდა ორგანიზმი ეწვისო,როგორც ჩანს მთელი ეს დრო, თვითონაც ავადმყოფი ჩემზე ზრუნავდა და თავი კიდევ უფრო უვარგისად ვიგრძენი დაწყევლილ ადამიანად. კვლავ ცხარე ცრემლებმა იჩინეს თავი, რომელიც მის სახეზე წვიმის წვეყებივით იღვრებოდა ხმას ვერ ვემორჩილებდი ხმით რომ არ მეტირა. სხეულს დავეჭიდე და თავი მუხლებზე დავადებინე. გაუგებრად ამოიბუტბუტა
-ნუ ტირი კი არ ვკვდები.
სახეზე გიმილმა დაუარა და ეცადა წამომდგარიყო მაგრამ ამაოდ ისევ ჩემს ხელებში აღმოჩნდა.
⁃ფრთხილად მე დაგეხმარები .
ფეხებს მთელი ძალა დავატანე, რომ წამოვმდგარიყავი შემდეგ კი ის წამომეყენებინა.
ფრთხილად დავაწვინე საწოლზე და საბანი გადავაფარე, მაგრამ წამსვე გადაიძრეო
⁃მგონი შენ ჩემს მოკვლას ცდილობ და არა დახმარებას, ისედაც ვიწვი.
⁃მაგრამ ეს საჭიროა!
მბრძანებლური ტონით წარმოვთქვი სიტყვები და კვლავ გადავაფარე. მეორეჯერ ძალა აღარ ეყო კვლავ რომ გადაეძრო. ამჯერად ადგილები გავცვალეთ ეხლა მე ვუვლიდი მას ტუმბოზე მოთავსებული წამლები დავალევინე და გვერდიდან არ ვშორდებოდი. ვერც კი მივხვდი როდის შემომეპარა ძილი .
YOU ARE READING
Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგული
FanfictionI don't want to see anything anymore ..... I don't want to feel anything anymore... I'm sure this isn't reality. you came to save me ... I'm sorry I wasted it ... აღარ მინდა, რომ რამეს ვხედავდე... აღარ მინდა, რომ რამეს ვგრძნობდე... მე დარწმ...