🍀🍀თავი-6🌸🌸

356 39 2
                                    

                  🍀თავი-6🌸🌸      ყავის ჭიქები ისევ თავის საწყის ადგილზე დავაბრუნე და შუგას მივუბრუნდი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

                  🍀თავი-6🌸🌸
      ყავის ჭიქები ისევ თავის საწყის ადგილზე დავაბრუნე და შუგას მივუბრუნდი.
⁃ მგონი ძალიან შეგაწუხე, ჩემი წასვლის დროა.დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ამავდროულად დიდ ბოდიშს გიხდი. მე ,მე არ მსურდა შენი საფრთხეში ჩაგდება. იმედი მაქვს ასეთ საქციელს აღარასდროს გაიმეორებ.
თავი ოდნავ დავუხარე მადლობის ნიშნად . მან კი გამიღიმა და უეცრად ვიგრძენი თავზე დიდი მტევანი როგორ შემეხო .თმებზე ხელი გადამისვა და მზრუნველი ტონით დამარიგა ჭკუა.
⁃ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ეცადე ცხოვრებას არასდროს მისცე იმის უფლება რომ დაგიმონოს. ძლიერი უნდა იყო, გესმის? ცხოვრება არასდროს ყოფილა ადვილი. მას ცხოვრებას ვერ უწოდებ თუ მასში სირთულეები არ არის, არც ჩემი ცხოვრება ყოფილა ტკბილი დღემდე ვცდილობ ძლიერად ვიდგე და ყველა პრობლემას მტკიცედ დავხვდე.
⁃ მე ამას ვერშევძლებ.
ნაღვლიანად გავუღიმე და თავი დავხარე.
⁃ შეძლებ, შეძლებ და არ დაგავიწყდეს შენი სიცოცხლე შენ აღარ გეკუთვნის ამიტომაც შენ ვეღარ გაადაწყვეტ, დღეს მოკვდები თუ ხვალ. ის მე მეკუთვნის,შენ გამო მეც საფრთხეში აღმოვჩნდი ამიტომაც იმედიმაქვს ამაში არშემეწინააღმდეგები, როგორც ჩანს შენ არაფერში გჭირდება მე კი მჭირდება. იცოცხლე იმ დღემდე სანამ მე თვითონ არ შევწყვეტ არსებობას.
⁃ შენ არ გესმის რას საუბრობ ეს არ არის ადვილი, მაპატიე არვიცი რამდენად დიდ ხანს შევძლებ უკვე შენი კუთვნილი სიცოცხლის შენარჩუნებას.
⁃ თუ არ დაიხაც მეც მოვკვდები!
გაბრაზებული და მკაცრი ტონით თქვა მისი ეს ნათქვამი ვერ გავიაზრე რა საჭირო იყო ჩემზე ზრუნვა ის ხომ საერთოდ არ მიცნობდა.
⁃ ჩემი წასვლის დროა. კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხო.
მორცხვად ვუთხარი და ლოყები ამიწითლდა ,ისედაც იმდენი რამ გამიკეთა და კიდევ თხოვნით მიმართვა ძალიან მეუხერხულებოდა.
⁃ შეგიძლია სახლში წამიყვანო?
⁃ კი რა თქმა უნდა.
მანქანისკენ გამიძღვა და კარიც გამომიღო.
⁃ მადლობა!
⁃ არაფრის.
   მთელი გზა ხმა არცერთ ჩვენგანს არ ამოუღია.როდესაც სახლს მივუახლოვდით და მანქანა გააჩერა ძვლივს გადმოვიზლაზნე მანქანიდან.
⁃ დიდი მადლობა და კიდევ ერთჯერ გიხდი ბოდიშს.
⁃ იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით.
⁃ არვარ დარწმუნებული, ალბათ მალე საცხოვრებელს შევიცვლი .
ცოტა ნაღვლიანი ხმით ამოვიბუტბუტე და კორპუსში შევედი .
    ჩემს ნომერში ავედი და პირველივე, რაც გავაკეთე აბაზანაში შესვლა იყო..თბილ წყალში ჩავეშვი და სულ არ მქონდა სურვილი, რომ გარეთ გამოვსულიყავი, ბოლოს თითის ბალიშები დამინაოჭიანდა და ვინებე გარეთ გამოსვლა. ტელეფონზე მილიონი გაუხსნელი შეტყობინება და გამოტოვებული ზარი  დამხვდა, არც გამკვირვებია ეს ხომ ნერვიული მინამი იყო, რომელიც დღეში მილიონჯერ რეკავდა და ჩემს ადგილსამყოფელს კითხულობდა.
⁃ მინამი.
⁃ ღმერთო ჩემო ცოტაც და ალბათ მალე საიქიოში გამისტუმრებდი, იცი მაინც როგორ ვინერვიულე მთელი ეს დღეებია გირეკავ შენ კი ერთი შეტყობინებაც არ დამიტოვე. ასე ნუ მექცევი ძალიან ვნერვიულობ.
⁃ ნუ ღელავ მე კარგად ვარ.
მინამი გაბრაზებული ბუზღუნებდა ტელეფონში გაუჩერებლად
⁃ მინამი.
⁃ რახდება საცხოვრებელი ადგილი აღარ მოგწონს ჰო ?
⁃ ჰო.
⁃ ვიცი მე უკვე შეგირჩიე ახალი ადგილი. შენს სახელზეა გაფორმებული შეგიძლია უბრალოდ ბარგი ჩაალაგო და გადახვიდე... Bangkok-შია  მშვიდი ქუჩაა ვფიქრობ მოგეწონება, მისამართს გამოგიგზავნი .
⁃ მადლობა.

როგორც ყოველთვის მაქსიმალურად ზრუნავდა ჩემს კომფორტზე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


როგორც ყოველთვის მაქსიმალურად ზრუნავდა ჩემს კომფორტზე. ყურმილი დავკიდე და ჯერ კიდევ ამოულაგებელი ბარგი მომსახურე პერსონალს ჩავატანინე ქვემოთ და მანქანაში მოვათავსე .
    აი ჩემს ახალ ბუნაგსაც მივუახლოვდი მანქანა ფარეხში დავაყენე დაცვას გასაღები გამოვართვი და ბარგის ამოტანა ვთხოვე. ძალიან კარგი სახლი შეურჩევია, ვფიქრობ აქ დიდიხნით დავრჩები. ისევ ყავა მოვიმზადე სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი,კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი და რატომღაც ჩემდა უნებურად შუგას სიტყვებზე დავიწყე ფიქრი,თან სახეზე ღიმილი მეპარებოდა .დაღლა ვიგრძენი და თვალები მიმელურსა სახლში სიცივე გაბატონებულიყო და დივანზე მოთავსებულ პლედში გავეხვიე, სითბოს შეგრძნებისას ახალშობილივით ჩამეძინა.

*მადლობა ყველა მკითხველს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

*მადლობა ყველა მკითხველს.... ძალიან მიყვარხართ...

Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგულიWhere stories live. Discover now