- იცი რა? დღეს გაგიმართლა, შენთვის კიდევ ერთი პატარა საჩუქარი მაქვს, ნუ მართალია სულ მალე ერთმანეთს შეხვდებით, მაგრამ მაინც...
ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი რადგან ბატონმა დო ჰიონმა ვიდეოფირი ჩართო...
როდესაც ვიდეოფირზე გამოსახულება გამოჩნდა თვალთდამიბნელდა, გული ყელში მომებჯინა და ამოსუნთქვაც კი ვეღარ შევძელი. ყურში ექოსავით ცამესმა ცემთვის ძლიან ძვირფასი და მონატრებული ადამიანის ხმა...
- ჰეა ძვირფასო!
ვიდეოფირზე მამას გამოსახულება მიღიმოდა, რომელიც ჩემი თვრამეტი წლის იუბილეზე იყო ჩაწერილი. სულ მალე დედას ხმაც გავიგე, რომლის კიდევ ერთხელ გაგონებისთვის ყველაფერს დავთმობდი... ცრემლები ვერარ შევიკავე, ემოციები იმდენად მოზღვავდა ჩემში, რომ მეგონა გული გაჩერდებოდა. ამ დროს გვერდით პაკი იჯდა და უბრალოდ ტკბებოდა ჩემი ტანჯვით და სიცილს ვეღარ იკავებდა. ყოველივე ეს ერთ საშინელ კოშმარს ჰგავდა, რომლისგან გამოღვიძებასაც ვლამობდი, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი რეალობა ზედმეტად დაუნდობელი აღმოჩნდა. თვალდაუხამხამებლად მივჩერებოდი ვიდეოფირს. ყველა წარსულის ჭრილობა კვლავ განმიახლდა, მთელი ამ დროის განმავლობაში მიმალული ტკივილი განუწყვეტლივ იღვრებოდა ჩემში... თვალწინ დამიდგა იმ დღეს მომხდარი უბედური შემთხვევა... სიტყვებით მიჭირს იმის გადმოცემა რასაც სინამდვილეში ვგრძნობ.
დოჰიონმა ვიდეოფირი გათიშა.
- როგორია, მოგეწონა? შენი რეაქციიდან გამომდინარე ვთვლი რომ მოგეწონა. ნუ შეწუხდები, მადლობა არ არის საჭირო. შვიდი თვის უკან მშობლებთან ერთად შენც რომ ჩაძაღლებულიყავი დღეს ამდენი თავსატეხი აღარ მექნებოდა,იცი მაინც რამდენი დრო დამჭირდა შენი ოჯახის გასანადგურებლად? შენ კი სასწაულად გაგიმართლა, რადგან გადარჩი, მაგრამ დამიჯერე ჯობდა იმ დღესვე ქცეულიყავი ფერფლად, როგორც შენი მშობლები, რადგან ამჯერად მარტოს მოგიწევს სიკვდილთან შეხვედრა! ამ ყველაფერს რა თქმა უნდა სუიციდს მიაწერენ, საამისოდ ყველაფერი მზად მაქვს, მე კი ისევ მშრალი გამოვალ ამ საქმიდანაც. ამით კი დიდი ხნის ოცნებას რეალლობაში მოვიყვან და საბოლოოდ გავანადგურებ შენს კომპანიას. ნაბიჭვარი მამაშენის გამო მამაჩემი გაკოტრდა, რადგან მამაშენი თანამშრომლობაზე სულ უარს ამბობდა, ამის გამო საბოლოოდ გარდაიცვალა კიდეც. ახლა კი შანსი მომეცა შური ვიძიო და ამ შანსს ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებ.
YOU ARE READING
Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგული
FanfictionI don't want to see anything anymore ..... I don't want to feel anything anymore... I'm sure this isn't reality. you came to save me ... I'm sorry I wasted it ... აღარ მინდა, რომ რამეს ვხედავდე... აღარ მინდა, რომ რამეს ვგრძნობდე... მე დარწმ...