***
(ავტორი)
იუნგი დიდი ხნის განმავლობაში ბოლთას სცემდა ოთახში და მოუთმენლად ელოდა ჰეას გონზე მოვლას, სამი დაწყევლილი საათი გავიდა... ყოველი წამს დიდი მოლოდინითა და შიშით აღსავსე თვალებით დასტრიალებდა თავს, ჰეა მთელი ამ დროის განმავლობაში შფოთავდა და ტანჯული ხმით მხოლოდ ერთ სიტყვას ბუტბუტებდა...
-მაპატიეთ....
სძინავდა, მაგრამ სიზმრებშიც კი ტიროდა. იუნგიმ არაერთჯერ იფიქრა გაეღვიძებინა, მაგრამ ისევ უკან იხევდა. არ იცოდა რა უნდა ეთქვა როდესაც ჰეა გონს მოვიდოდა არ იცოდა რა რეაქცია ექნებიდა მას მომხდარის შემდეგ.
გოგონას ტანჯულ ღაწვებზე უდარდელად მიიკვლევდნენ გზას ცრემლები, რომლებიც უშუალოდ იუნგის გულში იღვრებოდნენ და საშინელ ტკივილს გრზნობდა. თავს დამნაშვაედ თვლიდა რადგან ამ მომენტში მართლაც, რომ არაფრის შეცვლა შეეძლო....
მოკლას ? სცემოს? შური იძიოს?
ყველაფრის გამკეთებელია ამ მომენტში, მაგრამ სწორედ ის კლავს, რომ არც თუ ისე ადვილი იქნება იმის გარკვევა თუ ვინ გამოაგზავნა ეს დაწყევლილი ყუთი...
ბიჭი ისევ ნერვიულად დაუბრუნდა თავის პირვანდელ ადგილს ჰეას გვერდით და სახეზე ნაზად შეეხო, ოდნავ დაიხარა და შუბლზე აკოცა.
***
(ჰეა)
ერთმანეთს შერწყმული ქუთუთოები დიდი ძალისხმევით დავაშორე, პირველი რაც მხედველობის არეალში მომხვდა შუგას სახე იყო. მისი თმები ნაზად დამთამაშებდა სახეზე.
ამ ყველაფერმა მკრთალი ღიმილი მომგვარა.
-ჰეა...? ბოდიში გაგაღვიძე....
ESTÁS LEYENDO
Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგული
FanficI don't want to see anything anymore ..... I don't want to feel anything anymore... I'm sure this isn't reality. you came to save me ... I'm sorry I wasted it ... აღარ მინდა, რომ რამეს ვხედავდე... აღარ მინდა, რომ რამეს ვგრძნობდე... მე დარწმ...