🍀თავი-8🌸🌸

355 39 6
                                    

🍀თავი-8🌸🌸

     შუგას გვერდით მყოფი თავს კომპლექსურად ვგრძნობდი, მაგრამ ამავდროულად მომწონდა ეს სიტუაცია, ჩემს თავს გამართლებას ვერ ვუძებნიდი ასეთი აზრების გამო. 6 წლის განმავლობაში არავინ მომწონებია სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვა.პირველი სიყვარული 13 წლის ასაკში მეწვია, დაახლოებით ხუთი წელი გრძელდებოდა ჩემი ცალმხრივი გრძნობები ,მაგრამ ბოლოს მოვახერხე და ვსძლიე იმ მტანჯველ გრძნობას "საყვარულ"-ს  რომ ვუწოდებთ.უბრალო გატაცებათ ჩავთვალე, არც მიცდია ბრძოლა, იმ ადამიანსაც გასჩენოდა გრძნობები ჩემს მიმართ ამიტომაც, პრეტენზიასაც არ გამოვთქვამდი.შემდეგ სწავლას დავუთმე მთელი დრო და ენერგია, რომ მშობლებისთვის გამეწია ანგარიში, არ მიმაჩნდა მართებულად, უბრალოდ მათ ხარჯზე მეცხოვრა.სასწავლებელი წარმატებულად დავასრულე და ერთ-ერთი კომპანიის მართველობასაც ვჰყავი ხელი (კონკრეტულად "ვალმარტის" ხელმძღვანელობას ვგულისხმობ)

ხშირად მიწევდა საქმიან შეხვედრებზე საზღვარგარეთ წასვლა, ამიტომ  სიყვარული ამ წლების განმავლობაში ჩემთვის უცნობ გრძნობას იქცა.  მამაკაცებთან კი მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა.

   ამ დროს შეხება ვიგრძენი და შუგასკენ  გადავიტანე დაბნეული მზერა.

    ⁃    მე მზადვარ არ გინდა მომიყვე?

  ის იყო საუბარი უნდა დამეწყო, ჩემი ყურადღება უცნობმა ხმამ მიიქცია, ჩემი საცხოვრებელისკენ მეზობელი სახლიდან მომავალი ბიჭი გაოცებული მომშტერებოდა და შუგას ეძახდა.

    ⁃    ძმაო ეს შენ ხარ? შენს გვერდით გოგოა? თავს კარგად გრძნობ? თუ გინდა შემიძლია სასწრაფო დახმარება გამოვიძახო !

    ⁃    ჰოსოკ მოკეტე!

    ⁃    არა ნაღდად კარგად ხარ ჰო!

ბიჭი კვლავ ვერ მალავდა გაოცებას და თან გვიახლოვდება დიდი მანძილიც არ იყო ჩვენს სახლებს შორის, რამოდენიმე საფეხურზე ამოვიდა და ჩვენს წინ აისვეტა.ოჰოო რახდება.როგორც ჩანს სიმპათიურებს უპოვნიათ ერთურთი.გაკვირვებული მივჩერებოდი ეგრეთწოდებულ ჰოსოკს და ისიც ასევე ყურადღებით მათვალიერებდა,როდესაც დაუფიქრებლად წამოიძახა.

Lost in your eyes/ შენს თვალებში დაკარგულიNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ