თავი 4

818 69 0
                                    

პაემნის დღეა, უკვე ჩაცმული ვარ და პრინცს ველოდები, უკვე ამ სახელით მივმართავ ნეტა სად წავალთ?? მენერვიულება, თქვენც ინერვიულებდით პაემანზე რომ მიდიოდეთ ადამიანთან ერთად რომელიც თითქმის მთელი ცხოვრებაა გიყვართ.. ისეთი სიმპათიურია, ტელეფონზე ესემესი მომივიდა, „პრინცესა ჩამოდი გელოდები" ლამის სირბილით წავედი ლიფტისკენ, გული სადაცაა გასკდება, კართან დავინახე, ხელში წითელი ვარდები უჭირავს, ღმერთო საოცრებაა, ისე ვნერვიულობბ ლამისაა წავიქცე, მასთან ახლოს მივედი და გადავეხვიე.

-ასე მოგენატრე?-არაფერი მითქვამს , მანქანაში ჩამსვა და თვითონაც გვერდით დამიჯდა, მძღოლს მისამართი მისცა, მთელი გზა მე მიყურებდა.. ეს გამოხედვა, ეს თვალები, ეს ტუჩები, აქ ცხელა, რაღაც შამპანიურის მსგავსი დავლიეთ 1 ჭიქა რომ კარგ ხასიათზე დავმდგარიყავით.. რაღაც უზარმაზარ შენობასთან გაჩერდა, შუგამ პირბადე გაიკეთა კარი გამიღო და გადმომიყვანა, მას რომ ვუყურებ გული ძალიან სწრაფად მიცემს, შესასვლელში ვიღაც კაცს თვალებით რაღაც ანიშნა იმანაც თავი დაგვიკრა, მგონი ეს სასტუმროა, ლიფტში შევედით..

-შუგა სად მივდივართ?

-ჩემს სახლში.-მითხრა და გაიღიმა, ეს ღიმილი არ მომწონს ავისმომასწავლებლად გამოიყურება. კარი ბარათით გააღო და ხელით მანიშნა რომ შევსულიყავი, აქაურობა ძალიან ლამაზია, დაბალ შუქზეა ყველაფერი, კარგად ვერ ვხედავ მაგრამ ძალიან რომანტიკულად გამოიყურება.. წელზე მისი ხელის შეხება ვიგრძენი, ოდნავ შევკრთი.

-შეგაშინე?-თავი ოდნავ დავაქნიე, ჩემს ყურთან სუნთქავდა, ხელებს მთელ ტანზე მისვამდა, ნაზად და აუჩქარებლად.

-რას აკეთებ?

-იმას რისი გაკეთებაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია მინდა...

..................................

4 წლის შემდეგ

.....................................................

ბავშვის ტანსაცმელი დავკეცე და კარადაში ლამაზად შევაწყვე, ძიძა მალე მოვიდა.

•Do You LoVe mE?• (დასრულებული)Where stories live. Discover now