ანი მთელი ძალით მიჭერდა ხელს, ასე რატომ დარდობს, ესენი ხომ უბრალოდ ჩემი მეგობრები არიან, არაფერს გააკეთებენ ისეთს რომ აწყენინონ.. ოთახში შევედი უკან ანი მომყვება, ხელს უფრო მაგრად მიჭერს და ვგრძნობ სუნთქვა როგორ უხშირდება, ჩემს უკან თითქმის იმალება, ბიჭებს ჩემი ნახვა გაუხარდათ.
-ვაა შუგა მოვიდა.-თქვა ჯინმა და მუსიკის გამოსართავად გაიქცა.
-მინდა ვიღაც გაგაცნოთ.. ეს ანია.
-მოიცა ეს ის გოგოა?
-ჰო ეგაა... რატომ იმალება?
-რამე დაუშავე შუგა?-მკითხა მკაცრი ხმით ნამჯუნმა.
-უბრალოდ ცოტას ნერვიულობს თქვენთან შეხვდერის გამო... აუუუჩ-ყვირილი ვერ შევიკავე როცა ანიმ ასე მტკივნეულად მიჩქმიტა..-მეტკინაა.
ნამჯუნმა წინ გადმოდგა ნაბიჯი..
-მგონი შევხვედრილვართ ხომ ადრე?..მე ნამჯუნი ვარ შენ რა გქვია.
-თავს ნუ აჩვენებ ვითომ არ იცოდე, შუგამ მასზე ლაპარაკით შეგვჭამა..-ჩაილაპარაკა ჯიმინმა ღიმილით, ცივი მზერით შევხედე და მუშტი დავანახე მაშინვე მოკეტა.. ამაზე ყველას გაგვეცინა. ბიჭებმა ანი კარგად მიიღეს, მაგრამ მას მაინც ერიდებოდა, ამიტომ გვერდიდან არ მშორდებოდა..
რამდენიმე საათში ანი ბიჭებს დაუახლოვდა, მეგობრულად ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ, დოდადრო მე გამომხედავდა ხოლმე და თბილად გამიღიმებდა, მე კი თვალს არ ვაშორებდი. ისეთი ლამაზია მინდა სულ ვუყურო როდის შემიყვარდა? გთხოვთ არ მკიხოთ თვითონაც არ ვიცი ეს როდის მოხდა, მაშინ როცა პირველად ვნახე? თუ მაშინ როცა ღამე ჩემთან გაატარა? შეიძლება მაშინ როცა დავინახე იმ პატარას როგორ ესიყვარულებოდა.. ბევრი ვარიანტებია, და მთავარი აქედან ისაა რომ მიყვარს, მიჭირს აღიარება მაგრამ მიყვარს.
YOU ARE READING
•Do You LoVe mE?• (დასრულებული)
Romance-მაპატიეთ მაგრამ, ჩვენ ისევ რთული გრაფიკი გვაქვს და ურთიერთობისთვის დრო არ გვა..-შუგამ სიტყვა გააწყვეტინა.. -და თქვენ ხვდებით ვინმეს?-ბიჭებმა გაკვირვებული მზერა ესროლეს, მეც გამიკვირდა.. იუნგიმ წარბი ასწია..-პასუხის გაცემას არ აპირებთ?-ვიგრძენი როგო...