როგორ ფიქრობთ რა ხდება როცა ყველაფერი ძალიან კარგადაა? როცა ორი შვილი და ძალიან ლამაზი ცოლი გყავს, გაქვს საქმე რომელიც გიყვარს და გყავს მეგობრები რომლებიც არ მიგატოვებენ.. დამიჯერეთ კარგი არაფერი..
ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ბედნიერებას უბედურება ცვლის და პირიქით, უბედურებას ბედნიერება, ერთ დროს მეც უბედური ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ მყავდა ასეთი კარგი გუნდი და ჩემი საყვარელი საქმე, მაინც უბედური ვიყავი, რაღაც მაკლდა, ანი მაკლდა, და ჩემი შვილები.. ჩემი უბედურრება ბედნიერებით შეიცვალა, ანიმ ჩემს ცხოვრებაში ბედიერება შემოიტანა , ყველა ბნელი კუთხე გაანათა, მასწავლა რა იყო სიყვარული და ბედნიერება, ტკივილი და ნერვიულობა.. გამაცოცხლა.. ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა ამ ანგელოზმა, და შემდეგ , მიუხედავად იმისა რომ მას ეს არ უნდოდა, ჩემი ცხოვრებიდან გაქრა და დამიტოვა ორი დიდი ბედნიერება..
.......................
ცეკვის რეპეტიცია გვაქვს როცა მენეჯერის მოადგილე შემორბის ოთახში, თვალები გაფართოებული აქვს და კანკალებს, ყველამ შევწყვიტეთ მოძრაობა და მას მივაჩერდით. ის მე მიყურებდა პირდაპირ თვალებში. თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა.
-რა მოხდა? ყველაფერი კარგადაა?-კითხა მონიმ სერიოზული ხმით.
-შუგას ცოლი..-დაიწყო და პირზე ხელი აიფარა, ხმა უკანკალებდა და თვალებიდამ ცრემლები სდიოდა.
-ჩემს ცოლს რამე დაემართა.-ვიკითხე შიშნარევი ხმით.
-ისს..
-ამოთქვი-ვიყვირე.
-ის საავადმყოფოშია..
-რა? რა სჭირს??-ვკითხე ახლა უკვე ხმის კანკალით.
-ავარიაში მოყვა.
ამ წამს ჩემ ირგვლივ ყველაფერი გაშეშდა და მარტო დავრჩი, დედამიწაზე მარტო დავრჩი, არც ერთი სულიერი ხმას არ იღებდა და გაშეშებული იყო, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და ჩავიკეცე, თვალებიდან დაუკითხავად წამომივიდა ცრემლები და თვალწინ ანის ღიმილიანი სახე დამიდგა, ამაზე უარესად წამომივიდა ცრემლები. ჰაერი აღარ იყო, ვაკუუმში ვიჯექი მარტო, რამდენიმე წამით.
YOU ARE READING
•Do You LoVe mE?• (დასრულებული)
Romance-მაპატიეთ მაგრამ, ჩვენ ისევ რთული გრაფიკი გვაქვს და ურთიერთობისთვის დრო არ გვა..-შუგამ სიტყვა გააწყვეტინა.. -და თქვენ ხვდებით ვინმეს?-ბიჭებმა გაკვირვებული მზერა ესროლეს, მეც გამიკვირდა.. იუნგიმ წარბი ასწია..-პასუხის გაცემას არ აპირებთ?-ვიგრძენი როგო...