მანქანაში ვზივართ, და სახლის გზას ვადგავართ ჰოსეოკმა და ნამჯუნმა უკვე მილიონჯერ დარეკეს, ისინი უკვე ჩასულები არიან და ჩვენ გველოდებიან, ანი გვერდით მიზის, ხელები უკანკალებს და თვალებს არ ახამხამებს წინ იყურება, მისთვის ხელის მოკიდება ვცადე მაგრამ არც მაშინ გაინძრა.
-ყველაფერი რიგზეა?
-იუნაზე ვდარდობ.-თქვა გატეხილი ხმით.
-გინდა ჩამოვიყვანო?
-მინდა.-არანაირ ემოციას არ გამოხატავდა რაც ცოტა არ იყოს მაშინებდა.
-დავურეკავ და ხვალ ამოიყვანენ სავარაუდოდ, არ იდარდო, რომ ჩავალთ დავურეკოთ.
მთელი გზა ხმას არ იღებდა. ბოლოსდაბოლოს მივედით სახლში, ჩვენი ოთახი მოვძებნეთ, ბიჭებმა კითხვებით შემჭამეს ხომ კარგად ხართო. ძლივს მოვიშორე . ანისთან ავედი რომელიც უკვე ამოლაგებას ასრულებდა.
-გეთქვა და დაგეხმარებოდი.
-პირველად ვალაგებ შენს ტანსაცმელს.
-უცნაურია ვიცი.-გვერდით დავუჯექი, ძალიან მოკლე კაბა ეცვა რაც სურვილს მიმძაფრებდა.
-უცნაური ისაა რომ შენგან შვილი მყავს მაგრამ ჯერ შენი ცოლი არ ვარ.
-ზედმეტად ძველმოდური ხარ იცი?
-ალბათ ვარ.
-ჩემზე ბრაზობ ანი? შეგიძლია მითხრა რა დავაშავე? იმ შემთხვევის მერე მეუხეშები.
-ყველაფერი რიგზეა.-თვალებში ჩამხედა. მისმა გამოხედვამ ჩემზე იმოქმედა. ნელა დავიხარე მისკენ და ტუჩებზე ვაკოცე. მოვშორდი და მის რეაქციას დაველოდე, თვალებში მიყურებდა, მერე თვითონ ამოიწია და მაკოცა.
YOU ARE READING
•Do You LoVe mE?• (დასრულებული)
Roman d'amour-მაპატიეთ მაგრამ, ჩვენ ისევ რთული გრაფიკი გვაქვს და ურთიერთობისთვის დრო არ გვა..-შუგამ სიტყვა გააწყვეტინა.. -და თქვენ ხვდებით ვინმეს?-ბიჭებმა გაკვირვებული მზერა ესროლეს, მეც გამიკვირდა.. იუნგიმ წარბი ასწია..-პასუხის გაცემას არ აპირებთ?-ვიგრძენი როგო...