თავი 14

581 53 0
                                    

ანის შემორიგება ყოველთვის ძალიან მარტივია ხოლმე, საკმარისია თავი მოაჩვენო რომ რაიმე გტკივა და უკვე შენს ხელშია. არდადეგები ასე გავატარეთ მთელმა ოჯახმა, დავისვენეთ და ყველაფერი კარგად იყო, მთელი დღეები ვერთობოდით.. მაგრამ ანის უფროსი , ურჩხულია და მაინც ამუშავებდა ჩემს საყვარელ ცოლს. დღეში რამდენიმე საათი კომპიუტერთან იჯდა ხოლმე და თვალებს იფშვნეტდა.. მისი ცოლად მოყვანა მინდოდა. მაგრამ დიდი ქორწილი არა, მხოლოდ ბიჭები და ანის მეგობრები.. თუ ყავს. იმიტომ რომ ერთ სიტყვასაც არ ამბობს მათ შესახებ..

-ანი ცოლად გამომყვები?

-გამოგყვები აბა რას ვიზამ-მითხრა ჩვეულებრივად თითქოს მაღაზიაში წამოყოლაზე დამთანხმდა.. პირდაღებული ვუყურებდი.

-ასე მარტივად? მეგონა რამე განსაკუთრებულის მოფიქრება დამჭირდებოდა შენს დასათანხმებლად.

-ეგეთი ადამიანი არ ვარ.. ოღონდ დიდი ქორწილიარ გვინდა კარგი? ხელი მოვაწეროთ და მორჩა.

-როგორც ჩემი პრინცესა მოისურვებს ისე იქნება ყველაფერი.-ვთქვი და ზურგიდან ჩავეხუტები, ხელები კი მუცელზე მოვხვიე.

-დეეეეე -იუნას განწირული ხმა გავიგონეთ და შეშინებულები გარეთ გავიქეცით საიდანაც იუნას ხმა მოდიოდა.

დავინახეთ იუნა რომელიც მიწაზე წამომჯდარიყო და ტიროდა, მასთან მივირბინე, ჩემ უკან კი ანი მორბოდა.

-პატარავ რა დაგემართა?-ვკითხე და ტანზე შემოწმება დავუწყე.

-დედა მინდააა.

-აქ ვარ იუნა, მითხარი რატომ ტირი.

-დეეე წავიქეცი.-იმ მომენტში დავინახე მუხლიდან სისხლი მოსდიოდა. ხელში ავიყვანე და სახლში შევიყვანე.

-დივანზე დააწვინე.-გავიგე ანის ხმა. დავემორჩილე , ანიმ სწრაფად მოიტანა პირველადი დახმარების ყუთი და დამუშავება დაიწყო იუნა კი ტიროდა და ხელს მიჭერდა.

•Do You LoVe mE?• (დასრულებული)Where stories live. Discover now