მე მაინც ჩემი გავიტანე და წინ დავჯექი. სეჰუნმა მანქანა დაძრა. დიდხანს მოვუნდით იქამდე ჩასვლას. ჯენის და ქაის ჩაეძინათ, სეჰუნს კი აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან დაღლილი იყო. მე კარგად ვიცი მანქანის ტარება, დარწმუნებული ვარ სეჰუნზე კარგადაც კი. თოთხმეტი წლიდან ვისწავლე მანქანის ტარება.
- სეჰუნ...... უფრო სწორად ბატონო სეჰუნ თუ გინდათ მე ვატარებ მანქანას.
ვთქვი მე.- იცი მანქანის ტარება?
(სეჰუნი)- კი ვიცი.
(მე)- კარგი მაშინ მოდი დაჯექი.
მითხრა სეჰუნმა და მანქანა გააჩერა. მეც გადავედი მანქანიდან და მძღოლის ადგილი დავიკავე. სეჰუნს მაშინვე ჩაეძინა, უკვე შებინდებული იყო. უცებ მხარზე სიმძიმე ვიგრძენი, დავიხედე და რას ვხედავ, სეჰუნს თავი ჩემს მხარზე ედო. ძალიან საყვარელი იყო. ყურადღება არ მივაქციე და ყურადღება მანქანის ტარებაზე გადავიტანე. კიდევ კარგი ჯიპიესი არსებობს. დაახლოებით ერთ საათში მივედით დანიშნულების ადგილას.- მოვედით.
(მე)სეჰუნს გამოეღვიძა და როცა დაინახა რომ ჩემს მხარზე ედო თავი, უხერხულად მოიქექა კეფა და მანქანიდან გადავიდა. ქაი და ჯენიც გადმოვიდნენ მანქანიდან. კარზე დავაკაკუნე, კარი ქალმა გააღო ღიმილით.
- აბა მოხვედით ბავშვებო? შემოდით, შემოდით.
(იურა)ჩვენც შიგნით შევედით. ქალი ყველას სათითაოდ ჩაგვეხუტა.
- ოჰო მეგობარიც მოგიყვანია ლისა. აბა შენი სახელი მითხარი ლამაზო გოგონავ.
- მე ჯენი მქვია. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა.
(ჯენი)- მეც ძალიან მიხარია.
- აუ ბეეე მშია ძალიან.
(ქაი)- ვაიმე როგორ მომენატრე ჩემო ბიჭო.
თქვა ქალმა და ქაის ლოყაზე უჩქმიტა.
ამაზე ყველას გაგვეცინა ქაის გარდა- აუ კარგი რა ბებია, მე უკვე დიდი ვარ
(ქაი)- ოჰ მერე რა. არ გახსოვს როგორ გიცვლიდი საფენებს?
გაიცინა ქალმა. ამაზე სეჰუნი სულ მთლად გადაბჟირდა.
YOU ARE READING
სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს (დასრულებულია)
Fanfictionეს ფიკი არის ლისაზე. ლისა იწყებს მდიდარ ოჯახში დამლაგებლად მუშაობას, სადაც ამპარტავანი ბიჭი სეჰუნი ცხოვრობს, რომელიც ვერ იტანს ლისას. ____________________________________ იმედია მოგეწონებათ ეს ფიკი❤ ძალიან გამახარებთ თუ წაიკითხავთ❤