ოცდამეერთე თავი

925 72 13
                                    

მოკლედ მალე მივედით დაკრძალვაზე. აირინი ნამდვილი ჩლუნგივით იქცეოდა. უკვე ყელში მქონდა ამოსული მისი საქციელები. ყველა უსამძიმრებდა სეჰუნს და ქაის. ქაის და სეჰუნს თვალიდან  ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვარდნიათ. ძალიან მიკვირდა, არადა გუშინ რა დღეში იყვნენ. ალბათ ცდილობენ ძლიერები გამოჩნდნენ და სულიერად არ დაეცნენ. მე სეჰუნის პირდაპირ ვიდექი, სეჰუნის გვერძე კი აირინი იდგა. ვაიმე ეს გოგო ნამდვილი მსახიობია. რამდენიმე წუთის წინ ძაან კარგ ხასიათზე იყო და ეხლა ტირის. არა რაა, აშკარად ბევრ მსახიობს ჯობია, ოსკარი ეკუთვნის. სეჰუნი მგონი მიხვდა რომ აირინი თვალთმაქცობდა, უკმაყოფილოდ შეხედა და ჩემსკენ წამოვიდა. ეს ბიჭი სულ გაგიჟდა? ეხლა აირინი კიდე მე მეჩხუბება. სეჰუნი გვერძე დადმიდგა, აირინი კი ისე იყურებოდა, მეგონა მომკლავდა.

- ჩემს გვერდით რატომ დადექი?
გადავჩურჩულე სეჰუნს

- მომბეზრდა ამ მსახიობის ყურება.

თქვა და აირინს ზიზღით სავსე თვალებით შეხედა. აირინმა ეს შენიშნა და  ჩვენსკენ გაბრაზებული წამოვიდა, შემდეგ ჩემს წინ გაჩერდა, ერთხანს მიყურა და სილა გამაწნა. ვაიმე როგორ გავბრაზდი ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ჩხუბის ატეხვა კარგი არ  იქნებოდა, ამიტომ თავი შევიკავე და იქაურობას გავეცალე. სეჰუნიც მე წამომყვა, სეჰუნს კი აირინი გამოეკიდა. სეჰუნმა ხელი მტაცა და თავისკენ მიმიზიდა, აირინს გახედა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. შოკში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა. თვალები დაჭყეტილი მქონდა და არაფერს ვაკეთებდი. მალე მოვედი გონზე, სეჰუნს ზურგზე დავარტყი ხელი და მას მოვშორდი. აირინი სეჰუნს მივარდა და ჩხუბი დაუწყო.

- სეჰუნ შენ რა ამაში გამცავლე? მე ხომ მიყვარდი.
ყვირილი დაიწყო აირინმა.

- აირინ ამაზრზენი ხარ
თქვა სეჰუნმა.

- რაა? მე? ამას როგორ მეუ......
მათ ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდი, უბრალოდ მივდიოდი და მალე მათი ხმაც მიწყდა. 
გაბრაზებული ვიყავი და თან დაბნეული. რატომ მაკოცა? მოვწონვარ? აიშშ ძალიან დაბნეული ვარ.

სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს (დასრულებულია) Donde viven las historias. Descúbrelo ahora