- ბატონო სეჰუნ მე აქედან მივდივარ. რაც გინდათ ის გიქნიათ.
თქვა ჰანამ და სკამიდან ადგა. სეჰუნიც მას გაეკიდა.მე ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი. ეჰ ალბათ ახლა სამსახურიდან გამაგდებენ, მაგრამ იმ გოგოს ზედმეტები მოუვიდა და თავის ადგილასაც მოვსვი. ველოდებოდი როდის მოვიდოდა სეჰუნი და მეჩხუბებოდა. აი ისიც , ქაიც მოჰყვება. ოჰოო ორივე აშკარად ძალიან გაბრაზებულია.
- ლისა შენ საღ ჭკუაზე ხარ?
დაიწყო სეჰუნმა.- დიახაც საღ ჭკუაზე ვარ.
ვთქვი მე ღიმილით- შენს გამო წავიდა ჰანა. ის ძალიან ცნობილი მოდელია.
თქვა ქაიმ.- მას ეძახით მოდელს? ეჰ თქვენს გემოვნებას რა ვუთხარი.
ჩავილაპარაკე ისე რომ მათ არ გაეგოთ, მაგრამ სეჰუნმა მაინც გაიგო.- და შენს თავს უწოდებ მოდელს?
კარგი მაშინ ახლა შენ გადაგიღებთ ფოტოებს. გასახდელში წადი და ესენი ჩაიცვი.
მითხრა სეჰუნმა საფირმო ღიმილით და ტანსაცმელი მომაჩეჩა ხელში.- მე? კიმაგრამ......
(მე)- არანაირი კიმაგრამ, წადი ეხლა დროზე.
(სეჰუნი)გასახდელში წავედი და ტანსაცმელი ჩავიცვი. გამოსულიც არ ვიყავი იქიდან, ვიზაჟისტმა რომ ჩამავლო ხელები და სკამზე დამსვა. მაკიაჟი გამიკეთეს და ტატამ მზად ვიყავი.
- მისმინე ეხლა ეს ჩანთა დაიჭირე ხელში და წესიერად დადექი.
მითხრა ვიღაც გოგონამ და ჩანთა მომაჩეჩა ხელში.
მოკლედ ფოტოსესია დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. დაახლოებით ათჯერ მაინც გამოვიცვალე ტანსაცმელი. სეჰუნი და ქაი კმაყოფილები ჩანდნენ. მოკლედ როგორ იქნა დამთავრდა. სეჰუნი და ქაი ფოტოების დასათვარიელებლად წავიდნენ. ფოტოები ამობეჭდეს კიდეც.- შეიძლება მეც ვნახო?
(მე)- რათქმაუნდა, მოდი.
მითხრა ფოტოგრაფმა.
მეც მივედი. მართლაც კარგი ფოტოებია
YOU ARE READING
სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს (დასრულებულია)
Fanfictionეს ფიკი არის ლისაზე. ლისა იწყებს მდიდარ ოჯახში დამლაგებლად მუშაობას, სადაც ამპარტავანი ბიჭი სეჰუნი ცხოვრობს, რომელიც ვერ იტანს ლისას. ____________________________________ იმედია მოგეწონებათ ეს ფიკი❤ ძალიან გამახარებთ თუ წაიკითხავთ❤