2

294 33 6
                                    

ლუი უკვე ჭამს თავის პირველ ღვეზელს და ხმამაღლა ტკბება მისი გემოთი, იმ დროს, როდესაც ზეინი ჯერ კიდევ გრძნობს მამაკაცის მკერდს, რომელიც მისას ეკრობოდა, მხარზე მისი ხელის ცხელი შეხების გამოძახილი და ეს თვალები... ისინი შეუძლებლად ლამაზია. ეს წამწამები, რომლებიც მათ ჩარჩოში სვამს, ეს შოკოლადისფერი ფერადი გარსი, ის თითქოს აბრეშუმისაა, მით უმეტეს, ეს ჩანს მზეზე, ნაოჭებიც კი ამშვენებს. იმავე დროს, მისი თვალები ისეთი იდუმალია, რომ მალიკი ხანდახან ვერ ხვდება, რაზე არიან ისინი ჩაციკლულნი, რაზე ფიქრობენ, რა უნდათ, რატომ შეისწავლიან მას ასე მტანჯველად დიდი ხანი და თვალს ადევნებენ. ხანდახან ბიჭი იძირება მათში და რეალობასთან კავშირს კარგავს.

პეინებთან სახლში მუდამ შერეულია სინორჩის სურნელი აღმოსავლურ სიამეებთან, რომლებზეც ლუის მამა გიჟდება. ლიამს უყვარს საჭმლის მომზადება და სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება. განსაკუთრებით კარგად მას გამოსდის მისი საფირმო კაკაო მარშმელოუს ზეფირებით. მამაკაცი არ ამბობს, კიდევ რას ამატებს ცხელ სასმელში, იმიტომ რომ ეს ანიჭებს მას არაჩვეულებრივ გემოს.

- რას აკეთებდით ჩემი არყოფნის დროს? - ეკითხება მისტერ პეინი უკვე პიჯაკის გარეშე, მაგრამ სასაცილო წინსაფარში, რომელზეც გამოსახულია ნახევრად შიშველი დაკუნთული მამაკაცის სხეული, და რომელიც, სხვათა შორის, იყიდა ლუიმ. ის, აუჩქარებლად, ამზადებს კაკაოს სამისთვის, იმ დროს, როდესაც ზეინი ცდილობს დაინახოს, რას ასხამს მამაკაცი ფინჯანში, მაგრამ მას მაინც არ გამოსდის, იმიტომ რომ კაცი ყველაფერს თავისი ზურგით ფარავს.

- ვსწავლობდით, კალათბურთს ვთამაშობდით, - უბრალოდ პასუხობს ლუი და მეორე ღვეზელს იღებს.

- და მორჩა? - ლიამი უკვე დებს ჭიქებს სასაუზმო მაგიდაზე და წინსაფარს იხსნის. შავ, კლასიკურ შარვალში ჩატანილ, პერანგში და რამდენიმე ჩახსნილი ღილით, ის უფრო სექსუალურად გამოიყურება, ვიდრე ადრე, ზუსტად ამიტომ მალიკი ცდილობს, რომ მხოლოდ თავის ფინჯანში იყუროს.

ოცნების აკრძალული ნაყოფიWhere stories live. Discover now