5

249 28 22
                                    

- არ ვარ კარგად, სახლში წავალ, - დაღლილად პასუხობს შავგვრემანი.

- შეგვიძლია რამით დაგეხმაროთ? - ლუი კიდევ რამდენიმე საფეხურით დაბლა ეშვება, ზეინთან ახლოს, და ხელს მხარზე ადებს.

- არა, უბრალოდ სახლში მინდა, ლუ.

- როგორც გინდა, რა თქმა უნდა, ზი. მამა წაგიყვანს, ხო? - პეინ-უმცროსი მზერას მამისკენ ისვრის, რომელიც ტუჩებს ერთმანეთს აწებებს და მერყევად უკრავს თავს.

- ო, არა-არა, ტაქსით წავალ.

- კარგი რა, უცხოები ხომ არ ვართ, - ლუი გაურკვევლობაში წარბს კრავს, - უარი არ მიიღება. მამა, გაემზადე.

ზეინი ნებდება, რადგან იცის,  რომ მეგობართან კამათი ამაოა. ამიტომ ახლა ის მანქანაში ზის და მამაკაცს ელოდება. ამასთანავე, ფიქრობს, როგორ მოიქცეს, მაგრამ ამ აზრებს ის ყოველთვის კოცნასთან მიჰყავს. ისინი თითქოს აცდუნებს ბიჭს გადაითამაშოს გონებაში ეს ტკბილი მომენტი. და მალიკი ემორჩილება, თვალებს ხუჭავს და ტუჩზე იკბენს. ის იხსენებს გემოს თავის ენაზე, მამაკაცის ცხელი სხეულის შეგრძნებებს, რომელსაც ის უნდა და მხოლოდ ის. აღადგენს გონებაში იმას, როგორ უჭერს ეს ძლიერი ხელები წელზე და ცივ კედელს აკრობს. ისე ჩანდა, თითქოს ისინი იმდენად გავარვარებულები იყვნენ, რომ მათ შემდეგ დამწვრობა უნდა დარჩენილიყო. და ეს ლიამის ძალაუფლება... ის თავბრუს ხვევს და აიძულებს მალიკს, თავის წარმოდგენაშიც კი, მას დანებდეს. ფიქრისგან მას ფანტაზიების ნაყოფი ართობს და აიძულებს, მკვეთრად გაახილოს თვალები და სწორად დაჯდეს.

მთელი გზა სახლამდე ლიამი მისკენ მზერასაც არ ისვრის, ისევე, როგორც მალიკი ცდილობს არ უყუროს მამაკაცს. დაძაბულობა მათ შორის მწვავედ იგრძნობა, რისგანაც ორივე თავს არაკომფორტულად გრძნობს პირისპირ ყოფნისას, ფართო ჯიპშიც კი. შავგვრემანი მგზავრობის მთელი დროის მანძილზე კარებზე ხელდაყრდნობილი ფიქრობს, ნიკაპი ხელის გულზე უდევს და ათვალიერებს ქალაქის ცვლად ლანდშაფტებს. ის ვერც კი ამჩნევს, რომ მანქანა აღარ მოძრაობს და მისი სახლის პირისპირ დგას, რომელიც პირდაპირ ზეინს უყურებს.

ოცნების აკრძალული ნაყოფიWhere stories live. Discover now