11

235 27 26
                                    

კიდევ ორი დღე გადის. ალბათ, ყველაზე მტანჯველი დღე, რადგან ზეინს მეგობარი ენატრება. ის ნამტირალევი იღვიძებს და ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რატომ ურეკავს ლუის კვირა დღეს კაფეში შეხვედრის თხოვნით, რომელშიც ისინი ხშირად ატარებდნენ დროს. პეინ-უმცროსი ვერაფრის თქმას ვერ ასწრებს, რომ მალიკი რამდენიმე სიტყვას ესვრის და ყურმილს ჰკიდებს. საწოლიდან გასამზადებლად დგება. ამაზე დიდი დრო არ მიდის, თუმცა მას ყურადღებას საუბარზე აზრები უფანტავენ. «რა უთხრას?» - ხშირი შეკითხვა, რომელიც მის თავში ტივტივდება, მას კი შემდეგი მოსდევს: «როგორ უთხრას ისე, რომ ლუიმ ყველაფერი გაიგოს?». ღმერთო, მას ჯერაც სასტიკად ეშინია. ეშინია ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაკარგვის, რომლის გარეშეც ვერ გაძლებს.

მალიკის გული იკუმშება, როდესაც ის კაფეს უახლოვდება, ლუის გამჭვირვალე ფანჯრებში ეძებს, და ბიჭი დამშვიდებულად ისუნთქავს, როდესაც მას იქ ვერ ხედავს. შავგვრემანი შორეულ მაგიდასთან ჯდება ფანჯარასთან და თითებით ხის ზედაპირზე გამოგონილ რიტმს აკაკუნებს, ერთ წერტილში იყურება და ფრთხება, როდესაც მიმტანი ეძახის. მალიკი არაფერს უკვეთავს, იმიტომ რომ ჩაის დანახვისასაც გული ერევა, იმდენად აღელვებულია. და როდესაც მიმტანის მხარს უკან ლუის აწეწილ თავს ხედავს, შავგვრემანი მაშინვე შეშდება და სუნთქვას იკრავს.

- რა ჯანდაბაა, მალიკ? რა ხდება? - მაშინვე იწყებს მეგობარი, მაგიდასთან დგას და ზეინს თავიდან ფეხებამდე ათვალიერებს, - სულაც არ ხარ ავად!

- ლუ, დაჯექი, უნდა დავილაპარაკოთ, - შავგვრემანი მის პირისპირ დივანზე უთითებს.

- გაითვალისწინე, თუ მატყუებდი, გაგხევ ცემაში, - ლუი მაინც ჯდება მითითებულ ადგილას.

- კი, სინამდვილეში, არ ვარ ავად, - ფრთხილად წარმოთქვამს მალიკი და აჩერებს მეგობარს ლანძღვის მორიგი ნაკადისგან, როდესაც ხელებს მაღლა სწევს, - მაგრამ ამისთვის ახსნა მაქვს.

ოცნების აკრძალული ნაყოფიWhere stories live. Discover now