12

218 30 22
                                    

შემდეგ დღეს ზეინი სკოლაში წავლას წყვეტს. ის სწრაფად ემზადება მხოლოდ ლუისთან შესახვედრად, შორიდან მაინც რომ დაინახოს, როგორაა ის. მაგრამ ლუ მთელი დღე არ ჩანს და მალიკი ხვდება რატომ. პეინ-უმცროსს არ უნდა მისი ნახვა ან, სავარაუდოდ, თავის სწავლით დატვირთვა, იმიტონ რომ ის, რაც მეგობარმა უთხრა, მძიმე ტვირთად ვარდება მის მხრებზე. სკოლის დერეფანში ზეინი, თითქოს ჯიბრზე, ხვდება დირექტორს, რომელიც გამოჯანმრთელებას ულოცავს, მაგრამ ინტერესდება ლუის არყოფნით, ის და მალიკი ხომ განუყრელები არიან. შავგვრემანი გამოესარჩლა მეგობარს და გამოიგონა ისტორია იმის შესახებ, რომ პეინ-უმცროსს ავადმყოფობა გადაედო, სანამ მას ინახულებდა. დირექტორი უჯერებს ზეინს, ის და ლუი ხომ არ არიან ცუდი მოსწავლეები, და თითქმის არასდროს აცდენენ. იყო რამდენჯერმე, მაგრამ ვის არ მოსდის, ხომ ასეა? მით უმეტეს, როდესაც ლუისთან ერთად აცდენ. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ზეინი სახლში ბრუნდება და დედა შემოსასვლელიდანვე ინტერესდება მისი საქმეებით, რაზეც ზეინი უარყოფითად აქნევს თავს.

გადის კიდევ ერთი დღე, რომელსაც ზეინი მეგობრის გარეშე ატარებს და ეს ამძიმებს. არა, ბიჭი მარტოსული არაა, მას კარგი ურთიერთობა აქვს თითქმის მთელ კლასთან, გამონაკლისების გარდა. მაგალითად, ჰარი სტაილსი, რომელიც მუდმივად იწვევს ლუის, რაც უცნაურია, რადგან ზეინზე ეს ყველაფერი არანაირად არ ვრცელდება. ასევე მას და შავგვრემანს აქვთ პატარა მეგობრების კონპანია მათი და პარალელური კლასიდან, რომელთანაც დროის დიდ ნაწილს ატარებენ. მაგრამ ახლა მალიკს მარტო ყოფნა უნდა, მით უმეტეს, მისი დაღვრემილობა ბევრ ყურადღებასა და კითხვებს გამოიწვევს, რომლებზეც პასუხის გაცემა მას არ სურს. ხოლო თავის მოჩვენებისთვის, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მას ძალა არ აქვს. მით უმეტეს მშობლების წინ, რომლებიც ამჯერადაც იღებენ უარყოფით თავის დაკვრას, ამიტომ ზეინისთვის ფილმების საღამოს მართავენ, პოპკორნითა და გაზიანი სასმელებით. და ეს მართლა ეხმარება, წამიერად დაივიწყოს ყველაფერი.

ოცნების აკრძალული ნაყოფიWhere stories live. Discover now