- ჯანდაბა... - ამბობს ბიჭი, როდესაც შარვლის შესაკრავი არ ემორჩილება და გვერდითი მზერით ამჩნევს, რომ უკვე შარვალჩაცმული მამაკაცი მისკენ ნაბიჯებს დგამს.
- არ მომიახლოვდეთ! არ გინდათ, - წინ გამოწეული ზეინის ხელი ლიამს აჩერებს.
სანამ მალიკი გაშმაგებით მაინც უმკლავდება შარვალს და იცვამს მაისურს, მისტერ პეინი დინჯად იკრავს პერანგს, პიჯაკს კი სკამის საზურგეზე ჰკიდებს.
- ჯანდაბა! - უეცრად ზეინი კედელს მუშტს ურტყამს, - ვერ ვიტან! დავპირდი, რომ თავს ხელში ავიყვან, - ის სწრაფად უახლოვდება მამაკაცს და სიბრაზით უთითებს მასზე, - მაგრამ გამოჩნდით თქვენ და ყველაფერი ჯანდაბაში მიექანება, მისტერ პეინ! ყველაფერი!
მალიკი გვერდზე გადის და სახლში ნერვიულად სიარულს იწყებს, თავი ხელებით უჭირავს, სანამ ლიამი წყალს ისხამს. ბიჭს აღიზიანებს ის, როგორი მშვიდი ჩანს წაბლისფერთმიანი, თითქოს მათ შორის არც არაფერი ყოფილა, თითქოს ჰკიდია, რა იქნება შემდეგ. ამიტომ შავგვრემანი უახლოვდება მამაკაცს და ხელიდან ჭიქას სტაცებს, მრისხანედ დებს მაგიდაზე და ცოტას ღვრის.
- რა გჭირთ? - შეუპოვრად მიმართავს ზეინი.
- მე რა მჭირს? - პეინი საბოლოოდ თავის ნერვიულობასაც აჩვენებს, რითაც ბიჭს მეტად აბრაზებს.
- კი, ეშმაკმა დალახვროს! რა გჭირთ? - შავგვრემანი ხმას უწევს და რაღაც პასუხის იმედი მაინც აქვს.
- ის, რომ შემიყვარდი, როგორც სულელ ბიჭს, ზეინ! - ხმამაღლადვე პასუხობს ლიამი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ქნევით, - და თავს ვერ ვაკონტროლებ, როდესაც ახლოს ხარ, - ის დარეტიანებული ბიჭის სახეს ხელებში იქცევს, მზერით დარბის მის თვალებზე და ჩურჩულზე გადადის, - მე კი.. მე ეს სწრაფვები უნდა დავახშო არა ჩემ, არამედ შვილის გამო, მაგრამ... - მამაკაცის ქუთუთოები რამდენიმე წამით ეშვება, და ამოსუნთქვის შემდეგ ათავისუფლებს ამ სასურველ სახეს, ლაპარაკს უკვე თავისი ჩვეული ხმით აგრძელებს, სანამ მისგან მოშორებით მიდის, - მაგრამ ფიქრები ლუიზე, ჩემს შვილზე, ვერ მაჩერებენ, გესმის, ზეინ? ხანდახან გულუბრყვილოდ მგონია, რომ თუ მას შენდამი გრძნობებზე მოვუყვები, ის ყველაფერს მიხვდება, მაგრამ ეს სისულელეა, ხომ ასეა?
YOU ARE READING
ოცნების აკრძალული ნაყოფი
Fanfictionროგორც ჩანს, ნებისმიერი ოცნება შეიძლება, რეალური გახდეს, საჭიროა მხოლოდ შეეცადო, ის ცხოვრებაში დანერგო. თუმცა ბევრს არ უფიქრია შედეგების შესახებ, რომლებთანაც შეიძლება, მან მიიყვანოს. მით უმეტეს, თუ ეს ოცნება შენი მეგობრის მამას ეხება. ან AU იმის შეს...