როდესაც ყველაფერი გაკეთებული იყო: პროექტორი ჩართული და გამზადებული ფილმის ჩვენებისთვის, ეკრანი ჭერზე ჩამოკიდებული, ჯამი პოპკორნით ავსებული, გაზიანი სასმელი ჭიქებში ჩასხმული და შუქიც გამორთული, ყველა შეიკრიბა ერთ დივანზე და ფეხებზე თბილი პლედი დაიფარა. ზეინი ტკბებოდა ყურებით და პერსონაჟებს გულწრფელად თანაუგრძნობდა. ის სრულიად ჩაეფლო ფილმში და თავს მის ნაწილად გრძნობდა, თითქოს ისაა მთავარი პერსონაჟი.
ზეინმა მართლაც თითქოს ყველაფერი თავის თავზე გამოსცადა. ის, თუ როგორ არ შეუძლია მთავარ გმირს იყოს თავის სიყვარულთან დაწესებული აკრძალვებისა და გარემოებების გამო, აიძულებს ზეინს დანაღვლიანდეს, მისი თვალები კი ცრემლებით აღივსოს, რადგან ეს მას თავის თავსა და ლიამს ახსენებს. ის წამიერად უყურებს ლიამს, რომელიც ისეთივე დამწუხრებული ჩანს, როგორც მალიკი. საინტერესოა, რაზე ფიქრობს? იქნებ, ლუის დედაზე, რომელმაც თექვსმეტი წლისამ გააჩინა და დაუტოვა ბავშვი ამ შესანიშნავ მამაკაცს, რადგან ის ჯერ არ იყო მზად ასეთი პასუხისმგებლობისთვის, ლიამისგან განსხვავებით. ჩვიდმეტი წლის ასაკში ის საოცრად ბედნიერი იყო ხელში თავისი პატარა ნაწილის ჭერით, რაც გრძელდება დღემდე, იმიტომ რომ ლუი უკვე მშვიდად ფშვინავს მამის მუხლებზე. ან, შეიძლება, პეინი ფიქრობს იმ ხალხზე, რომლებთანაც სიცოცხლის დაკავშირება შეეძლო, მაგრამ რაღაც უშლიდა. ყოველ ჯერზე ზეინი ეჭვიანობდა, როდესაც ხედავდა, როგორ გამოდის ვიღაც მამაკაცის საძინებლიდან. ყოველ ჯერზე ის ვერ იტანდა ლიამს მისი კმაყოფილი გამომეტყველების გამო, რომელიც ამის მერე ჩნდებოდა.
ფიქრები აიძულებს მალიკს საკუთარ თავში უფრო ღრმად ჩაეფლოს და აშტერდება მამაკაცს, რომელიც, ეტყობა, იწყებს ბიჭის მზერის დაჭერას. ზეინი ვერ ამჩნევს, რომ ცრემლი ფრთხილად მოედინება მის ლოყაზე, და ის, როგორ ტოვებს ფილმის რამდენიმე წუთს. მაგრამ, მადლობა ლუის, რომელიც, თვლემიდან გამოსული, მყისიერად წამოხტა და ამით ბიჭს დაეხმარა ფიქრისგან მოწყვეტაში და მზერის მოშორებაში.
YOU ARE READING
ოცნების აკრძალული ნაყოფი
Fanfictionროგორც ჩანს, ნებისმიერი ოცნება შეიძლება, რეალური გახდეს, საჭიროა მხოლოდ შეეცადო, ის ცხოვრებაში დანერგო. თუმცა ბევრს არ უფიქრია შედეგების შესახებ, რომლებთანაც შეიძლება, მან მიიყვანოს. მით უმეტეს, თუ ეს ოცნება შენი მეგობრის მამას ეხება. ან AU იმის შეს...