ზეინს მზის კაშკაშა შუქი აღვიძებს, რომელიც პირდაპირ თვალებში ურტყამს. ის მოკლედ კვნესის და თვალებს ხუჭავს. უკვე ნაცნობი ოდეკოლონის სუნის შეგრძნებისას ბიჭი იღიმის, გვერდზე ტრიალდება და იწყებს გადასაფარებლის არომატის შესუნთქვას, რომელიც მან ასე ძლიერ მიიკრა სახეზე. ხმაურიანად ამოისუნთქა, ისევ გადაწვა ზურგზე და ხელები საწოლის სხვადასხვა მხარეს გააბნია. ასე კიდევ გარკვეული დროის მანძილზე წევს, ჭერში იყურება, და მხოლოდ შემდეგ დგება და გაჰყურებს საათს, რომელიც სადილის დროს აჩვენებს. ნუთუ ამდენი ხანი ეძინა?
შავგვრემანი მოდუნებულად დაბოდიალობს დერეფანში, თითებით ხაზებს ხატავს კედელზე და ტკბება სიჩუმით ნახევრად ცარიელ სახლში. ისე ჩანს, თითქოს ის აქ მარტოა, თუმცა მისი გონება საპირისპიროს კარნახობს. და ამ ვარაუდს სააბაზანოდან გამოსული ლიამი ამტკიცებს. ყველაფერი, რაც ამ მომენტში მასზეა - მხოლოდ პირსახოცი, შემოხვეული თეძოებზე, რომელიც აიძულებს ზეინს გაშეშდეს, როგორც ძეგლი. ბიჭს არაერთხელ უნახავს მამაკაცი პერანგის გარეშე, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ყოველ ჯერზე თვალი ვერ მოსწყვიტოს მისი პრესის კუბიკებს, განსაკუთრებით ახლა, როცა მათზე წყლის წვეთები ჩამოედინება. და ეს სველი აწეწილი თმა, რომელსაც პეინი უკან ივარცხნის თავისი დაკუნთული ხელით. წყეული აპოლონი.
- ა, ზეინ, დილა მშვიდობისა... თუ უკვე დღეა, - ლიამი მალიკის მხარეს მიდის, მაგრამ რაღაც მომენტში ფეხი უსრიალდება და თითქმის ვარდება ბიჭზე, ამასთანავე, კედელზე აკრავს.
- ჯანდაბა, რიგზე ხარ? - ღელავს მამაკაცი და იყურება დაბნეულობით სავსე თვალებში.
- რა? - ყურადღება გადააქვს მალიკს, რომელმაც აქამდე შეამჩნია, რომ მისი ხელები უნებლიედ ეწყობა ლიამის შიშველსა და ტენიან მკერდზე, და ის მათ ვერ სწევს, ვინაიდან წაბლისფერთმიანს ის წელით მაგრად უჭირავს, - კ-კი, - ბიჭს მზერა პეინზე გადააქვს, ნერვულად იწყებს სუნთქვას და ლოყებთან მიახლოებულ ცეცხლს გრძნობს.
YOU ARE READING
ოცნების აკრძალული ნაყოფი
Fanfictionროგორც ჩანს, ნებისმიერი ოცნება შეიძლება, რეალური გახდეს, საჭიროა მხოლოდ შეეცადო, ის ცხოვრებაში დანერგო. თუმცა ბევრს არ უფიქრია შედეგების შესახებ, რომლებთანაც შეიძლება, მან მიიყვანოს. მით უმეტეს, თუ ეს ოცნება შენი მეგობრის მამას ეხება. ან AU იმის შეს...